• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნავთობიმპორტიორებს პირდაპირ უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველა კომპანიაში ფინანსური შევა“

ალია ავტორი - ალია
18:44 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,443

ანი დვალიშვილი

ლარის გამყარებასთან ერთად, პროდუქტი რომ არ გაიაფდა, ამას უკვე მივეჩვიეთ და ახლა გეტყვით, რაზე გადაგვატარებენ – მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იმდენად გაიაფდა, რომ გაგიკვირდებათ და, სირცხვილმა ჩვენი იმპორტიორტებიც შეაწუხა და მათ პრემიერის წინაშე დადეს პირობა, რომ სექტემბერში საწვავზე ფასს სერიოზულად დააკლებენ და ივლისთან შედარებით, ფასის სხვაობა, ყველაზე ცოტა, 50 თეთრი იქნება. ჰოდა, საწვავის გაიფების შემდეგ, წესით, პროდუქტი არავის უნდა გაახსენდეს და თუ გაახსენდება, აუცილებლად ეტყვიან, საწვავი ხომ გაიაფდა, პროდუქტსაც მალე გავაიაფებთო და ეს მალე როდის იქნება, არავინ იცის. ჰო, ნავთობიმპორტიორები პრემიერს მეორედ ვეღარ მოატყუებენ, რადგან გასაგებად უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველა კომპანიაში ფინანსური შევა და მათ სოლიდური ჯარიმების გადახდის გარდა, არაერთი სადგურის გაჩერებაც მოუწევთ.

თუ გახსოვთ, ოპოზიციამ თუ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, არაერთხელ დაანამუსეს ხელისუფლება, რუსებს ეხმარებით და საქონელს უგზავნითო. რეალურად კი, იგივე ევროპელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთიდან საჭირო პროდუქცია სწორედ საქართველოს გავლით მიიღონ. ანუ, რუსეთიდან საქართველოში შემოდის პროდუქცია, შემდეგ აქ ხდება განბაჟება, დაყოვნება 2-3 დღით და შემდეგ უკვე ქართული პროდუქციის სახელით შედის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. არ გეგონოთ საუბარი რიგით ქვეყნებზე გვაქვს, პროდუქციას გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია და მათი დარი დიდი სახელმწიფოები იღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურად, დასავლეთი გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სანქციებსაც უწესებს, არაოფიციალურად კი ყიდულობს ყველაფერს, რისი ყიდვაც შეუძლია და თუ დააკვირდებით, ერთხელაც არ უხსენებიათ ევროპელებს, რომ საქართველოს გავლით რაიმე ტვირთს იღებენ, არ აწყობთ და იმიტომ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved