• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, კვირა, 27 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
20:25 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
851
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
სოციალურ ქსელს (ქართულსა და უცხოურს) ვადევნებდი თვალს და ბევრი დაიწერა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელშიც კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ლიბერალი არ არის და საშინაო პოლიტიკაში სოციალური კონსერვატიზმის მომხრეა, მისი პრო-რუსულს ფიგურად შეფასება ცალსახად არასწორია. მეტიც, ისტორიკოსი და მუზეუმების დირექტორი ნავროცკი პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულად რუსეთის იმპერიულ და შემდგომ კი წითელ ტერორს ასახელებს, რომელსაც თანამედროვე რუსეთიც აგრძელებს. მისი აზრით რუსეთის დამარცხებას დიდი მნიშვნელობა აქვს და პოლონეთის აქტიურ მილიტარიზაციას ემხრობა.
პოლონეთი ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფოა. შესაბამისად, იქ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გავლენები აქვს პოლიტიკაზე.
რაც შეეხება მის ზოგად დამოკიდებულებას უკრაინასთან მიმართებით: ვიცით რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვოლინში (თანამედროვე დასავლეთ უკრაინა) პოლონელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა განხორციელდა, რაც პოლონეთში გენოციდადაა გააზრებული. ეს ჭრილობა, მიუხედავად მრავალი ორმხრივი შეხვედრისა და მიტევების მცდელობისა, მაინც არაა სრულად მოშუშებული. ნავროცკი ამბობს, რომ უკრაინამ პოლონეთს ათიათასობით დახოცილი მიცვალებულის გადაცემა უნდა განახორციელოს და აღიაროს მომხდარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნატოში გაწევრიანებას პოლონეთი მხარს არ დაუჭერს.
ეს შეიძლება ამ მძიმე ომის პერიოდში მაინცდამაინც მაღალმორალურად არ ჩანდეს, მაგრამ პოლონეთში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ხანია ამ თემაზე დაკვეთა არსებობს და ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ისტორია არ არის ისეთი რამ, რაც ადვილად მოშუშებადია. თუმცა პოლონეთთან საქართველოს ისტორიული პოზიტიური ბმის ფონზე, ისტორიის მნიშვნელობა საქართველოსათვის სასარგებლოა მხოლოდ.
ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია. მას რუსული/საბჭოთა მემორიალური ძეგლების განადგურებაში ედება ბრალი. ნავროცკის აზრით რუსულ კვალს პოლონეთში არაფერი ესაქმება და მისი იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს. იმ ფონზე, რომ პოლონეთი რუსეთს ესაზღვრება (კალინინგრადის ოლქს), პოლონეთის მხრიდან სამხედრო ძალების ამ მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადასროლას სრულიად ემხრობა. იგი არც იარაღის მიწოდებას არ შეაჩერებს უკრაინისათვის. სწორედ მისი მოკავშირე, პოლონეთის წინა მთავრობის პერიოდში დაიწყო პოლონეთმა იარაღის მიწოდება უკრაინისათვის. და ეს პროცესი ახლაც უწყვეტად გაგრძელდება რუმინეთთან ერთად.
თუმცა ნავროცკის გამარჯვება უკრაინას ან რუსეთს არ უკავშირდება. პოლონეთში შიდა ბრძოლა ლიბერალებსა და კონსერვატორულ ან/და ნაციონალისტურ ფრთას შორის დიდი ხანია მიმდინარეობს, რომელთაც სხვადასხვაგვარი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი აქვთ. კონსერვატორები არაევროპულ მიგრაციას ეწინააღმდეგებიან და აბორტს მკაცრ ლიმიტებს უწესებენ.
მე ვფიქრობ რომ დასავლურ სამყაროს იმაზე სამუშაო აქვს რომ კონსერვატორი და ნაციონალისტი თავისთავად ნამდვილად არ უდრის პრო-რუსსა და შესაბამისად, საკუთარი სამშობლოს მოღალატეს, მიუხედავად იმისა, რომ ფსევდო-კონსერვატორი და ფსევდო-ნაციონალისტი ლიდერები ხშირად პრო-რუსებად გამოდგებიან ხოლმე. ზოგადად შეიძლება არ ეთანხმებოდე ამ იდეოლოგიის ნამდვილად (და არა ფსევდო) წარმომადგენელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში მათი – კონსერვატორებისა და ლიბერალების – გზები ერთმანეთს პოზიტიურად არ გადაკვეთს, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის ეგზისტენციალურ გამოწვევასთან მიმართებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

14:15 07-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved