• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნაცმოძრაობის დამნაშავე მაღალჩინოსნები გავასამართლეთო… თქვენს ნებაზე რომ ყოფილიყო, იმას ვიხილავდით, რასაც ახლა სააკაშვილის პროცესზე ვხედავთ” – მეზვრიშვილი ,,ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
16:23 08-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ,,ოცნების” განცხადებას ეხმაურება:

,,

თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო:

▪️ნაცმოძრობის დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომელსაც შავი ფულით ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი დონორები აფინანსებენ და ნაცმოძრაობა უმაღლეს თანამდებობებზე უზის, რომელიც 24 საათი პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას გადმოსცემს, რომელმაც ნაცმოძრაობასთან გარიგებით მუნიციპალიტეტები მიიტაცა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი კარი დახურა;

▪️ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნების დაცვის პირობას დებს პარტია, რომელიც მთავარი ლგბტ პროპაგანდისტია, რომლის უკიდეგანო კორუფციის გამო ოცნების ელიტები მდიდრდებიან და ოჯახები ღარიბდებიან, ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მეოთხე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს; რომლის უმოქმედობის გამო, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გაორმაგებულია; პარტია, რომელმაც ბავშვები, ახალგაზრდები, ქალები, მოხუცები განსხვავებული აზრის გამო ზონდერებს აცემინა; პარტია, რომლის ლიდერები ქალებს საპარლამენტო ტრიბუნიდან აგინებენ; პარტია, რომელმაც კრიმინალს ისე გაუხსნა გზა, რომ 19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს; პარტია, რომელსაც არ აინტერესებს ღირსებისშემლახავი პირობების გამო გაფიცული ახალგაზრდები;

▪️მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გველაპარაკება პარტია, რომელმაც დაბალანსებული პოლიტიკის წარმოების ყველანაირი გზა მოჭრა და დღეს მხარეა; პარტია, რომელმაც ეუთოში ქვეყნის დეოკუპაციას, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას მხარი არ დაუჭირა; პარტია, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი ყველა მეგობარი დაგვაკარგვინა და იზოლაციისთვის გაგვწირა. უფრო კონკრეტულად მშვიდობაზე გველაპარაკება ომის პარტია.

დღევანდელი ტყუილებით გაჯერებული განცხადება ხალხის შეურაცხყოფაა. დამარცხებული ხელისუფლება, რომლის სიტყვის ფასი ნულია, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, რომლისთვისაც პოზიციების ცვლილება რჯულზე უმტკიცესია, უშვებს, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს.

მხოლოდ ამ შეურაცხყოფის გამო უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა ოცნების წინააღმდეგ მისცეთ.

ხო მართლა, ქართული ოცნება / Georgian Dream ნაცმოძრაობის დამნაშავე მაღალჩინოსნები რომ ჩამოთვალეთ გავასამართლეთო. თქვენ კი არ წარადგინეთ მართლმსაჯულების წინაშე, არამედ მე და ჩემნაირმა მოხელეებმა. თქვენს ნებაზე რომ ყოფილიყო, იმას ვიხილავდით, რასაც ახლა სააკაშვილის პროცესზე ვხედავთ.”

თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved