• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცმოძრაობამ“ ამოწურა თავისი შესაძლებლობები“ – რა ვერსია აქვს დავით ჭიჭინაძეს

ალია ავტორი - ალია
20:10 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, „ნაცმოძრობის“ თავმჯდომარის არჩევნები ქვეყნის მთავარ მოვლენად აქცია ტელე-მედიამ. რას ემსახურება ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი?

– მე ვფიქრობ, გარკვეულწილად რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ მისცენ ჩვეულებრივი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, იმიტომ ატეხეს ამხელა ამბავი. ჩვენ ვიცით,  ამ პარტის ლიდერები ვინ არიან და მათ შორის მიდის ახლა ბრძოლა. „ნაცმოძრაობა“ თავის აქტუალურობას კარგავს, გავლენას კარგავს. ხალხს რა გზა შესთავაზონ, არ იციან.  ბოლო პერიოდში მრავალი  შეცდომაც დაუშვეს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით. „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო სია კარგად მიანიშნებს,  რომ ამ სიის წევრების მეშვეობით, არანაირი რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება. საპარლამენტო არჩევნები რომც მოეგო „ნაცმოძრაობას“, სიაში იმ კატეგორიის ხალხი იყო, იმავე გზას გააგრძელებდნენ, რასაც ადრე, ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდა ეს პარტია. გადახედეთ მათ სიას და დარწმუნდებით, ვინც იქიდან უკვე იყო ხელისუფლებაში, ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ სასიკეთო, მარტო პარტიის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ასე, რომ გამოიფიტა  „ნაცმოძრაობა“, ამოწურა თავისი შესაძლებლობები  და ახლა ცდილობენ, მეორეხარისხოვანი თემა აქციონ მთავარ თემად. თუმცა, ასეთი ქმედებები განწირულია კრახისთვის. რეალურად ხალხს ცვლილებები სჭირდება და არა იმ კინკლაობის ყურება, რაც დღეს ამ პარტიაში ხდება. კარგი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ცირკის ყურება? შემსრულებლებიც არ არიან უმაღლესი  კლასის წარმომადგენლები, რომ გაერთო მაინც. ის, რაც თავის დროზე იყო გაცხადებული, რომ „ნაცმოძრაობის“ ტრანსფორმაცია უნდა მოეხდინათ, ახალი ხალხი უნდა მოეყვნათ პარტიაში, რომლებიც რაღაცას შეცვლიდნენ, ეს არ გააკეთეს, ტყუილი აღმოჩნდა. არსებულმა მოცემულობამ კი დიდხანს ვერ გასძლო და თავად დაიწყეს ამ ვითომ  ცვლილებების დამარხვა და დასამარება.  ამ პროცესში „ქართული ოცნებაც“ უწყობს ხელს „ნაცმოძრაობას“. სახელისუფლებო მედიაც აქტიურად რომ აშუქებს „ნაცმოძრობაში“ მიმდინარე ამ პროცესებს, ეს იმას მიანიშნებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ამ პარტიაში, ხელისუფლების ინტერესსებშია. რაც არ არის მათ ინტერესებში, იმას სახელისუფლებო მედია არასდროს არ აშუქებს ან ვალის მოხდის მიზნით, ერთ სიუჟეტს თუ სტატიას მიუძღვნიან.  ეს ხელისუფლებას იმისთვისაც აწყობს, რომ რეალური პრობლემები გადაფაროს, მათზე ხმა არ ამოიღონ და ხალხს ქვეყნის მთავარ მიმდინარე  მოვლენად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები შეაჩეჩონ. ამით დროს იგებენ. მერე კიდევ გამოჩნდება რაღაც მეათეხრისხოვანი თემა, რომელსაც კვლავ აქცევენ მთავარ მოვლენად და ასე გაგრძელდება. რამდენი ხანია ასე ხდება, ეს უკვე ხელისუფლების ერთგვარი ტაქტიკაა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ჩანს „ქართული ოცნების“ დინტერესება ამ მოვლენის მიმართ.

– ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, ეს  ორი დისკრედიტირებული ყოფილი ჩინოვნიკი, რომლებიც ხალხს ლამის  დავიწყებული ჰყავდა, წინა პლანზე წამოსწიეს.ამით პარტიის დისკრედიტაციას თავადვე ახდენენ იმ ხალხის თვალში, ვინც მათი მხარდამჭერია, მაგრამ  ამ ძველი სახეების ხსენება აღარ უნდა. რატომ აკეთებენ ამას? მერაბიშვილის და კეზერაშვილის მიერ ჩადენილი საშინელებები დღემდე არ დავიწყებიათ. ასეთი უტვინოები არიან, რომ ვერ ხვდებიან, რომ ესენი სიკეთეს არ მოუტანენ?

– არა, უტვინოები არ არიან. პირდაპირ რომ ვთქვათ, ესეც გეგმის ნაწილია, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი გუნდი შეიქმნას. სააკაშვილი გარიყულია პოლიტიკიდან. მას ბიზნეს პროექტივით უყურებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სააკაშვილს პარტიასთან არავითარი კავშირი აღარ აქვს. მერაბიშვილი ჩვენ ნანახი გვყავს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე, ვიდრე დაიჭერდნენ,  მაშინ იყო თავმჯდომარე. პრემიერ-მინისტრიც იყო 2012 წელს. არა მგონია, რომ მისმა გაპრემიერებამ უშველა თავის დროზე პარტიას. პირიქით, ეს ის ადამიანია, რომელიც „ნაცმოძრობის“ ნეგატიურ მხარეს წარმოადგენს. თუ ვინმეს სურს დაივიწყოს „ნაცმოძრობის“ მიერ  ჩადენილი ბოროტებები, ეს ხალხი, მათი წინ  წამოწევა არ მისცემს მათ ამ საშინელებების დავიწყების საშუალებას. პირიქით, ბევრს ტკივილებს განუახლებს. რაც უფრო გაააქტიურებენ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის პერსონებს „ნაციონალები“, ოპოზიციური ტელევიზიები, მით მეტ სარგებელს მოუტანენ ხელისუფლებას. ახლა უკვე „ქართული ოცნება“ მათ დაიხვევს ხელზე და ხალხს დააშინებს, ეტყვის, მერაბიშვილი და კეზერაშვილი ბრუნდებიან და ეს გინდათო? „ნაცების“ შესაძლო დაბრუნებით აპილირებენ ყველა არჩევნების დროს და ამ  შანსს, როცა მისი გამოყენება დასჭირდებათ, როგორ ფიქრობთ,  ხელიდან გაუშვებენ?

 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved