• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დაუბრუნდება, თუ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება – ხატია დეკანოიძე

ალია ავტორი - ალია
18:19 01-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და პარლამენტს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ამის შესახებ დეკანოიძემ ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტში მის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„რამდენიმე კვირის წინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საუბარი. მაშინაც გავახმოვანე, კარგი იქნებოდა ამ კომისიის შექმნა პარლამენტში. ახლა მესმის მისი დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას. ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე არ იყოს ბოლომდე გამოძიებული სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. ამიტომ, საგამოძიებო კომისიას მიენიჭებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მქონდა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებთან ამაზე საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლოა, მოხდეს ამ კომისიით, რა თქმა უნდა ჩვენ შევალთ პარლამენტში, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა. აუცილებელია, შეიქმნას პოლიტიკური დოკუმენტი და ეს არის ჩემი მყარი მყარი პოზიციაც, რომელიც ჩაანაცვლებს „ქართული ოცნების“ მიერ გაუქმებულ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved