• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და გუშინ რომ მოვიდა, იმას რა უნდა დავუთმო – დარეჯან ცხვიტარია

ალია ავტორი - ალია
17:59 02-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,421

დავრჩები პარტიულ თანამდებობაზე. არსად არ ვაპირებ წასვლას, რადგან ყველამ უნდა ვიფიქროთ მიშას გადარჩენაზე. ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი და ამომავალი წერტილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

დარეჯან ცხვიტარია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ხაბეიშვილის განცხადება ძალიან ხმამაღალია.

„თვითონ მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ არ მივდივართ პარტიიდან, ვინაიდან დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. მე ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გუშინ რომ მოვიდა, იმას რა უნდა დავუთმო. ეს პარტია ჩემთვის ოჯახია, ჩემი ქვეყნის მომავალია მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. არსად არ ვაპირებ წასვლას, დრო გვაჩვენებს. ახლა პირველია მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი.

ხაბეიშვილი ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული პარტიის თავმჯდომარედ და ამხელა უფლება მისცე საკუთარ თავს, ცოტა სხვანაირად მეჩვენება. მე, დარეჯან ცხვიტარიას, შემიძლია სიცოცხლე გავწირო მიხეილ სააკაშვილისთვის ამ წუთას, მაგრამ ამხელა პარტიის სახელით რაღაცა ვთქვა, ამის უფლება არავის აქვს. ასეთ შემთხვევაში ვიღაცას უნდა დაეკითხო. პირადად მე, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამხელა პარტიაა, რომელმაც ხვალ ხელისუფლება უნდა შეცვალოს და ასეთი განცხადებების გაკეთებისას ვიღაცას მაინც უნდა დაეკონტაქტოს.

ლაპარაკობ ერთს და აკეთებ მეორეს, ეს მიუღებელი პროცესია. ამბობ, არავის არ შევეხებით, ყველა უნდა დარჩეს პარტიაშიო, მაშინ ეს სიტყვა უნდა გამართლდეს. თუ სიტყვას ფასი არ ექნება, მაშინ სხვა პროცესები განვითარდება. ყველაფერი ასე არ არის, აირჩიეს და ამით დამთავრდა, პროცესები განვითარდება. რასაც ამბობ, იმის პასუხისმგებელი უნდა იყო“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ

,,პრაიმტაიმი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved