• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა არ მოხდება და ვერ მოხდება” – ზვიად ძიძიგური

ალია ავტორი - ალია
15:09 01-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
580

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია“ “პალიტრანიუსთან” ეხმაურება და ამბობს:

 

„ქართული ოცნება“ არ არის ადეკვატური, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. 13 წლის შემდეგ ამ თემაზე საუბარი მაშინ, როდესაც ასეთი ამბავი ხდება ქუჩაში, ასეთი ამბავი ხდება საერთაშორისო მიმართულებით, როცა ხელისუფლება არის ძალიან სერიოზულ კრიზისში, ყურადღების ამ თემებზე გადატანა არის პროპაგანდისტული მცდელობა, რომ იმ პრობლემებიდან, რომელიც რეალურად უდგას „ქართულ ოცნებას“ ყურადღება გადაიტანოს სხვა მიმართულებით.

დღევანდელი რეჟიმი მუდმივად ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი და თავდაცვის მდგომარეობაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ და გვიჩვენებენ, რომ ძალიან მაგარი პოზიციები აქვთ, ძალიან მძიმე დღეში არიან. გადაწყვიტეს თავიანთი დღის წესრიგის შექმნა დაიწყონ და რა უნდა დაიწყონ? – ისევ „ნაციონალები“ და ბიძინა, 13 წელია აგრძელებენ ამ თემას. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. სააკაშვილი ციხეში გიზის, მერაბიშვილი იჯდა, ახალაია იჯდა, კიდევ ბევრი ადამიანი დაპატიმრებულია და ახლა რომ კიდევ თავიდან იწყებ ამ თემას, ფაქტია უსუსურ მდგომარეობაში ხარ. [„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა] არ მოხდება და ვერ მოხდება. თუ რამე გასაკეთებელი იყო, აქამდე უნდა გაკეთებულიყო.

არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობა“, მეხუთეზეც რომ გასულიყო მაინც ამას გააკეთებდნენ იმიტომ, რომ ეს თემა კარგად აქვთ ათვისებული და იციან, რომ „ნაციონალების უარყოფით კონტექსტში ხსენება, მათ ამომრჩეველზე მუშაობს. ესენი ახლა მხოლოდ თავის ამომრჩეველს ელაპარაკებიან. ეს თემები საპროტესტოდ გამოსული ადამიანების არც გულს და არც არანაირი ტიპის ემოციას არ აღძრავს. იციან, რომ ბლეფია და არაფერს არ წარმოადგენს. ისინი ელაპარაკებიან მხოლოდ თავიანთ მხარდამჭერებს. თავიანთ მხარდამჭერებთან მათ სულ უფრო ურთულდებათ საუბარი“

“რეჟიმის დანაშაულის გამოძიება” – ვინ არ იქნება გამოძიების ადრესატი? – მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved