„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება. არჩევნები ელექტრონული წესით, 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრირებულთა რიცხვი, დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.
კომენტარები