მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ლიდერი იქნება ის, ვინც მივა და ჩაის დალევს. ამის შესახებ სააკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
“ლიდერი არის ის, ვინც, საბოლოო ჯამში მივა და დალევს ჩაის, ან — სტაფილოს წვენს. სტაფილოს წვენს ვინც დალევს, ის იქნება საქართველოს ლიდერი. მე სტაფილოს წვენი არ მიყვარს”, — განაცხადა სააკაშვილმა.
2003 წელს, ვარდების რევოლუციისას, როცა აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, სააკაშვილმა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ტრიბუნა დაიკავა და მისი ჭიქიდან ჩაი დალია.
კომენტარები