პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს, 17:00 საათზე ყრილობა გაიმართება.
როგორც ცნობილია, პარტიის ახლად არჩეული თავჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდება.
დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები და ასევე, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
ცნიბისთვის, 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58% მიიღო.
კომენტარები