• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნაცი მეზობელი ხომ გყავთ, ვინც ფეისბუქზე პუტინს დედას აგინებს; ნათესავი ხომ გყავთ” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
23:28 04-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
341

ჟურნალისტი ვახო სანაია:

,,ქოცებო, აქ რომ რუსეთის მმართველობა ოფიციალურად დამყარდეს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ?

ახლავე გეტყვით.

პუტინზე თუ ვინმეს რამე გითქვამთ ან დაგიწერიათ, თუნდაც შენიღბვის მიზნით; თუნდაც სხვის დასანახად და დასარწმუნებლად გითქვამთ; იმის დასანახავად გითქვამთ, ვითომ პუტინისტი არა ხართ – ყველაფერი აკინძული და დასქრინული აქვთ.

ბუჩაში, ირპენსა და სხვაგან, სადაც შევიდნენ და ჟლეტა მოაწყვეს, სიების თან ჰქონდათ. ყველას ხოცავდნენ განურჩევლად, ბავშვებსაც, მაგრამ ამასთანავე, სიებიც თან ჰქონდათ კონკრეტული ადამიანების. ყველას ხოცავდნენ და ზედ ბავშვებიც მიაყოლეს და ყველა დანარჩენიც.

თქვენი დუმილის გამოყენებით, ქართულ ოცნებას რომ გაუვიდეს და ქვეყანა რუსეთს ჩააბაროს, ფიქრობთ, რომ ვინმეს გაპატიებენ ? აქ რომ კადიროვის ბანდები ითარეშებენ თავისუფლად, თქვენც მოგაკითხავენ ნელ-ნელა სახლებსა და ქუჩებში. გიფიქრიათ ამაზე ?

ნაცი მეზობელი ხომ გყავთ, ვინც ფეისბუქზე პუტინს დედას აგინებს; ნათესავი ხომ გყავთ; შვილი ხომ გყავთ, რომლის შეყვარებული შეიძლება, ნაცია და პუტინს აგინებს; ოჯახებშიც ხომ არიან, მამა ქოცია და შვილი ნაცი, რომელიც ფეისბუქზე დედას აგინებს პუტინს ; უკრაინაში ქართველები რომ იბრძვიან, მათი ოჯახის წევრები ხომ შეიძლება, თქვენი მეზობლები და ნათესავები აღმოჩნდნენ. ფიქრობთ, დაინდობენ მათ ოჯახებს ? თანამშრომელი ხომ გყავთ ნაცი, ვისაც პუტინისთვის დედა უგინებია ფეისბუქზე; ბოლოს და ბოლოს თქვენც ხომ გიგინებია, როგორც ზემოთ დავწერე, თუნდაც პოზის შესანარჩინებლად, სხვის დასანახავად…

აქ რომ ქალების გაუპატიურებას მოინდომებს ვინმე ოფიცერი, ხელისუფლება რამეს გაუბედავს ? ვერ გაუბედავს და ძალიან კარგად იცით ეს.

აი, მშვიდად რომ უპირებენ ჩაბარებას, ნეიტრალიტეტისა და სხვა მაიმუნობის ეგიდით, ეს რეალობა დადგება.

რატომ ვერ ახსენებენ ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები პუტინს – თქვენ ფიქრობთ, მართლა თქვენზე დარდობენ ? საკუთარ მომავალზე ფიქრობენ – მოპარული ფული რომ შერჩეთ და იქნებ წყალობა მიიღონ პუტინისგან, თქვენ სულ ფეხებზე კიდიხართ.

იფიქრეთ ამაზე.“

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved