პოლიციამ გურიაში 13 ადამიანი დააკავა.
დაკავება მოჰყვა წუხელ, გვიან ღამით, ურეკის პოლიციაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაშავდნენ პოლიციელები.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ნაცემ ხუთ პოლიციელს შორის ერთ-ერთი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან ხარაბაძეა. მას დაზიანებები პოლიციის შენობაში დაკავებული შოთა ლოლაძის ახლობლებმა მიაყენეს, რომლებიც ლოლაძის გამოხსნას ცდილობდნენ.
დაკავებული ლოლაძის დედა ამბობს, რომ მის შვილს შელაპარაკება მაშველთან მოუვიდა, ვისთანაც სახანძროსთვის წყლის არქონა გააპროტესტა. მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა შოთას დაკავება და მისი მეგობრების პოლიციაში მისვლა.
ორივე მხარეს არიან დაშავებულები. იქ ერთმანეთს სცემდნენ, _ ამბობს დაკავებულის დედა.
კომენტარები