“ედისონ რესერჩის” კვლევების მიხედვით, გახარიასთან ერთად ყველა სხვა წვრილმა პარტიამ საერთო პოლიტიკური პლატფორმა რომ შექმნას, ჯამურად, ნაცებსაც და ქოცებსაც გადააჩოჩებენ და გაუსწრებენ მთლიანობაში,” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩეილ გამზარდია.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებით იმ კატეგორიას დააინტერესებს, რომელსაც „ორპოლუსიანობა ყელში ამოუვიდა.“„ეს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, ვინც ამბობს რომ ორპოლუსიანობა ყელში ამოუვიდა.მარკეტინგული თვალსაზრისით ასეა და იკამათეთ რამდენიც გინდათ,” – წერს არჩილ გამზარდია.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის” დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა” ჩაატარა.
გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
კომენტარები