• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნა­ცებს და ქო­ცებს გა­რი­გე­ბა უნ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან და ამ შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ ხომ არ დაგ­ვას­წრე­ბენ? – “პატრიოტა ალიანსი” და “ლეიბორისტები” მოლაპარაკებებიდან “ჩახსნეს”?

ალია ავტორი - ალია
18:40 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარლ მი­შე­ლის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი­დან “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” და ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია “ჩახ­სნეს”.

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გოჩა თევ­დო­რა­ძე ambebi.ge-ს უდას­ტუ­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ამ­ბობს, რომ ეს “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა“ და “ოც­ნე­ბის“ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ­ლე­ბიც მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე მხო­ლოდ შე­თან­ხმე­ბის მე-4 პუნ­ქტზე მსჯე­ლო­ბენ და მათ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უკვე აღარ აინ­ტე­რე­სებთ.

“ორი დღეა შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ­თვის არა­ვის და­უ­ძა­ხია, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვენც და შალ­ვა­საც გა­მოკ­ვე­თი­ლი პო­ზი­ცია გვქონ­და იმა­ზე, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს და არა­ვი­თა­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზე მიბ­მა, პლე­ბის­ცი­ტი და სხვა. არ ვიცი, ეს ვინ გა­და­წყვი­ტა, არ და­უ­ძა­ხი­ათ და ძა­ლით ხომ არ შე­ვამ­ტვრევთ კარს? მი­ზე­ზი არ აუხ­სნი­ათ, ალ­ბათ ბო­ლოს, როცა სა­ერ­თო შეკ­რე­ბა იქ­ნე­ბა, გვე­ტყვი­ან.

ახლა ნა­ცებს და ქო­ცებს გა­რი­გე­ბა უნ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან, რო­გორ მარ­თონ ერ­თად ქვე­ყა­ნა და ამ შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ ხომ არ დაგ­ვას­წრე­ბენ? ამი­ტომ რა ვქნათ, ძა­ლით ხომ არ შე­ვუ­ვარ­დე­ბით? ჩვენ მა­გი­და არ აგ­ვი­ყი­რა­ვე­ბია, დი­ა­ლო­გის მომ­ხრე ვართ. რა იყო ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა? თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა – ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. როცა არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, მა­შინ მე­ლი­ას თემა ხომ არ არ­სე­ბობ­და? ჩვენ ვთქვით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და უნდა და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ახლა თუ ამ მო­თხოვ­ნას ოპო­ზი­ცია უკან წა­ი­ღებს, ეს კონ­სენ­სუ­სი კი აღა­რაა, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ გქონ­და მო­თხოვ­ნა და აღარ გაქვს და და­თან­ხმდი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ამი­ტომ თუ იმა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ვა­ტა­როთ, შე­მოდ­გო­მა­ზე, თუ იმ წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­სენ­სუ­სის თემა. ამი­ტომ ბრალ­დე­ბა, რომ კონ­სენ­სუს­ზე არ მივ­დი­ვართ, ეს არაა მარ­თე­ბუ­ლი, მივ­დი­ვართ კონ­სენ­სუს­ზე და დაგ­ვე­ლა­პა­რა­კონ ნორ­მა­ლუ­რად. დავ­ჯდეთ და ვი­სა­უბ­როთ, რო­დის და რა ფორ­მით ჩა­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი. დღეს “ნაც­მო” და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი აღარ ლა­პა­რა­კო­ბენ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე, აღარც პლე­ბის­ციტ­ზე და უმ­თავ­რეს ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ თე­ზი­სე­ბის მე­ო­თხე პუნ­ქტზე, რო­მელ­შიც წე­რია “გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბა“. ე.ი. იმა­ზე მი­დის სა­უ­ბა­რი, რო­გორ გა­ი­ნა­წი­ლონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა “ნა­ცებ­მა” და “ქო­ცებ­მა” გავ­ლე­ნე­ბი, რათა ისევ მო­ახ­დი­ნონ არ­ჩევ­ნე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა, მარ­ტო “ნაცი-ქოცი” იძა­ხოს სა­ქარ­თვე­ლომ და ასე მი­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“.

წყარო – ambebi.ge

თეგები: 2020 არჩევნებილეიბორისტული პარტიაპატრიოტთა ალიანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved