• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცები” უარესს შვებოდნენ“ – ეს დღევანდელი ამბების ვერანაირი გამართლება ვერ არის“

ალია ავტორი - ალია
20:25 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ლამის დავბერდი კაცი და იმას ვერ მოვესწარი, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ წინამორბედების შეცდომებზე ისწავლოს. “ნაცები” უარესს შვებოდნენ, ეს დღევანდელი ამბების ვერანაირი გამართლება ვერ არის. ანუ, ის რაც თითქოს აღარასოდეს აღარ უნდა გვენახა, დღეს იმის აჩრდილი ისევ წარმოგვიდგა მთელი სიგრძე-სიგანით და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რა სახელი ქვია იმ პარტიას, ვინც ამ ყველაფერს ჩადის. დარწმუნებული ვარ ასევეა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის. იმიტომ რომ: 1. რაც დღეს ხდება ბევრ საარჩევნო უბანზე უბრალოდ არის სამარცხვინო. 2. პოლიციელის წინ ადამიანს დედას რომ აგინებენ, ამას პოლიციელი მშვიდად რომ უყურებს და რეაგირება არ აქვს, ესეც სამარცხვინოა;3. ყველა არჩევნებზე პოლიციასთან შეკრული არჩევნებზე “მოჩალილიჩე უბნის ძველი ბიჭები” ხომ საერთოდ სამარცხვინო და სამარცხვინოა.4. ჟურნალისტის ცემა, ესეც სამარცხვინოა.5. ტელეეთერებიდან უტიფრად რომ გვატყუებთ, თვალებს გვიბრმავებთ, იმას რომ ლამის იმპერატიულად ითხოვთ, რასაც ვხედავ არ დავიჯეროთ და თქვენს ბრიფინგებზე ნაცოდვილარი ტყუილების ვირწმუნოთ, ესეც სამარცხვინოა.6. ჩვენმა საზოგადოებამ, ყველა პოლიტიკურ ძალას ვინც ასე იქცეოდა, მათი უსაქციელობა ადრე თუ გვიან ძვირად რომ დაუსვა, აი ამას რომ ვერ სწავლობთ, ესეც სამარცხვინოა.7 და ბოლოს ფეხებზე რომ გკიდიათ მე და ჩემნაირები რას ვფიქრობთ და რას ვწერთ, ესეც ვიცი და ესეც სამარცხვინოა, ოღონდ ეს ყველაფერი ცუდად მთავრდება, ხოლმე, ხოლმე არა ყოველთვის!8. ამ უმსგავსობების გამო იგივე და შეიძლება უარესი ბედი რომ გელით, ვიდრე თქვენს წინამორბედებს. აი ეგ უკვე ჩემთვის ფაქტია.P.S.ისიც ძალიან კარგად, ძალიან მწარედ, მახსოვს, რასაც გვიშვებოდნენ არჩევნებზე 90-იანებშიც და 2000-იანებშიც. ყურმოკვრით არა, საკუთარი გამოცდილებით ვიცი! ამიტომ ამის შეხსენებით თავს ნუ შეიწუხებთ ! მაგრამ ვისაც ახლა უხარია, ვინც საკუთარ “სინდისს” იმით იმშვიდებთ, ახლანდელ ოპოზიცია მაშინდელის გამო ღირსები არიანო, თავადაც ვერ ხვდებით, (ან ხვდებით და ფეხებზე კიდიათ) რომ ამ ქვეყანას სამუდამო სიბნელეში ყოფნისთვის წირავთ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved