• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ალია ავტორი - ალია
15:44 04-24-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
247

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება. დაჯილდოება14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

 

წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.  

 

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას –ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.
საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.


ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

 

მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwards
ნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved