• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NATO უკრაინისთვის С-300-ის სისტემის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

ალია ავტორი - ალია
00:36 03-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

როგორც ამერიკული გამოცემა, The Washington Post-ი წერს, NATO-ს ქვეყნები უკრაინისთვის რუსული წარმოების С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ. პარალელურად, ამერიკელი კონგრესმენები ბაიდენის ადმინისტრაციას С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებენ.

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის “МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი” და მათი გაგზავნა “არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას”. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. პარასკევს, 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.

როგორც The Washington Post-ი წერს, მათთან ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დასავლელ პარტნიორებთან მუშაობს, რათა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღები მიაწოდონ.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ბრიუსელსა და სლოვაკეთში ვიზიტი დაიგეგმა, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ოსტინი ბრიუსელში NATO-ს წევრების წარმომადგენლებს შეხვდება. ამას გარდა, სლოვაკეთი არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოსტინი განცალკევებულ ფორმატში, ორმხრივი საუბრების ფარგლებში ეწვევა. აქამდე, სლოვაკეთმა, NATO-ს კიდევ ორ წევრთან, პოლონეთთან და რუმინეთთან ერთად, მეზობელი უკრაინისთვის იარაღით დახმარების სურვილი გამოთქვა.

სწორედ სლოვაკეთის არმიის მფლობელობაში არის რუსული წარმოების С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს.

როგორც WP წერს, მათთან საკითხში ჩახედულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ უკრაინამ С-300-ის სისტემა ითხოვა. როგორც გამოცემა ამბობს, ამ კომპლექსის გადაცემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა საკითხავია, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, შეძლებს თუ არა სლოვაკეთი უკრაინისთვის გადასაცემი ერთეულების გამოყოფას.

“არავის სურს მოლოდინებთან ცუდად მოპყრობა”. – თქვა ევროპელმა ანონიმურმა წყარომ ამ საკითხზე.

პარალელურად, გამოცემის თქმით, კონგრესმენები ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ იშუამდგომლონ უკრაინისთვის С-300-ების სისტემის გადაცემაში.

წყარო: „ტაბულა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved