თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში NATO-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს – ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე მსგავსი შემთხვევაა.
“ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შემოვიდა, განეიტრალდა NATO-ს საჰაერო და რაკეტული დაცვის საშუალებებით, რომლებიც განთავსებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში,” – წერია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთმა ირანს მოსთხოვა განმარტების და აღნიშნა, რომ თურქეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ “ყველა აუცილებელი ზომა მიზანმიმართულად და შეუფერხებლად აღსრულდება.”
აქამდე, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ინჯირლიკის საჰაერო ბაზასთან, სადაც აშშ-ს სამხედროებიც არიან განთავსებული, სირენების ხმა გაისმა.














კომენტარები