• რეკლამა
  • კონტაქტი
10:38, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნატო არ არის ევროპის უსაფრთხოების სისტემა და საქართველოს არ სჭირდება ნატოში გაწევრიანება“ – დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
21:29 03-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,977

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:

„15 წლის წინ, სრულიად სხვა განწყობებისა და ილუზიების
ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, პ ი რ ვე ლ ა დ გავახმიანე ჩემი მოსაზრება, რომელიც არ იყო სპონტანური, როცა დამისვეს კითხვა:
“სად ხედავთ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს?”
პასუხი ასეთი იყო, რომელიც მერე უამრავჯერ გავიმეორე სატელევიზო გამოსვლებისას თუ საგაზეთო ინტერვიუებსა და შენიშვნებში:
“საქართველოს უსაფრთხოების მომავალი არის
ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება და იგი (ანუ უსაფრთხოება და სისტემა) შეუძლებელია რუსეთის მონაწილეობის გარეშე”.
მაშინ ევროპაში ამაზე მხოლოდ კანტი კუნტად თუ ისმოდა არამეინსტრიმული შეფასებები, – მხოლოდ 10 წლის შემდეგ პირველად საჯაროდ ამაზე მაკრონი ალაპარაკდა.
საქართველოში მაშინ და დღემდე, რაღაც გაუგებარი,
არაგონიერი და გარედან კარგად დაფინანსებული და
მიზანმიმართული ნეო-ბოლშევიკური წამლეკი
პროპაგანდა იყო და არის: “ჩვენ “ვაღებთ” დასავლეთის კარს” და სხვა თავისთავად იგულისხმებოდა.
ეს არ იყო და არ არის დასავლეთის კარის გაღება, –
ორიოდე დღის წინ დავწერე, – რა არის დასავლური
ორიენტაცია! ეს იყო დიდ დაფინანსებაზე დაფუძნებული
პროქსი-საზოგადოებრივი და პროქსი-პოლიტიკური ჯგუფების დემაგოგია და უტიფრობა ფულის სანაცვლოდ!
15 წლის წინ, ჩემთვის ის, რაც ვთქვი, იმდენად ანბანური
იყო (და მით უფრო ახლა!), არც კი მიმაჩნია რაიმე
განსაკუთრებულ გონიერებად: უბრალოდ, ანალიზი და
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სხვა დასკვნის
გაკეთების საშუალებას არ მაძლევდა.
ნატო?
მაშინაც და მერეც არასდროს მოვრიდებივარ მეთქვა, რომ
ნატო არ არის ევროპის უსაფრთხოების სისტემა და
საქართველოს არ სჭირდება ნატოში გაწევრიანება,
რადგან ეს შეუძლებელია და დიდ საფრთხეებთანაა
დაკავშირებულითქო.
როგორ ფიქრობთ, ამდენი წელია, ასეთი განცხადებების
კეთება იმ სიშლეგით გაჯერებულ ყალბ და მოტყუებული
და იდეოლოგიით დაკნინებული ადამიანთა საკმაო
ნაწილის ქვეყანაში, – ჩემთვის იოლი იყო?!
არა!!!
არაერთი საცოდავი და უბადრუკი ადამიანის უტაქტო შეპასუხება და კომენტარი მსიამოვნებდა?
არა!!!
მაგრამ თუ საჯარო პირი ხარ და შენი მოქმდების უკან არაფერია, გარდა პასუხისმგებლობისა და მომავლისა, – სულაც არ მიმიქცევია და არც ახლა ვაქცევ ყურადღებას! ადამიანებს საკუთარი ტრაგედია ჰყოფნით, –
ზრდასრული ადამიანები ამებას აზროვნების დონემდე
დაიყვანა იდეოლოგიურმა წნეხმა.
წესიერი საჯარო პირის შეურაცხყოფა შეუძლებელია!
დრო ალაგებს ყველაფერს!
ვისაც უნდა საჯარო პირად ყოფნა, საქმე და მომავალის
წინაშე პასუხისმგებლობა, – მისთვის ეს ჩვენი ხალხის
ნაწილი, დაკნინებული და გონებაშეზღუდული
აზროვნებით, სიბრალულს და მტკივნეულ განცდას უნდა
იწვევდეს და არა მათ მიმართ აგრესიას.
უფალმა შეგინდოთ,
რაც დაგიშვიათ, უზრდელობა, უტაქტობა, უტიფრობა თუ უვიცობა!
დრო აფასებს ყველაფერს!“
თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved