ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნათია თურნავა დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს.
ექიმების რეკომენდაციით, ნათია თურნავა მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.
კომენტარები