• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია თურნავა: ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს

ალია ავტორი - ალია
12:30 04-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და პროექტები, ასევე დარგის წინაშე კრიზისის შედეგად დამდგარი პრობლემური საკითხები, რომელიც სექტორს დღეს აწუხებს, მათ შორისაა, საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია, საბიუჯეტო გადასახადების გადავადება, მთავრობის მხრიდან სტიმულირების პროგრამების და მიზნობრივი დახმარების გაწევა დარგის სხვადასხვა სეგმენტებისთვის და სხვ. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი დახმარების მექანიზმების შემუშავებაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა. „ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს. დარგი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მსხვილი დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი იყო, ამდენად, სექტორის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა მომზადდეს ერთიანი გაიდლაინები ტურისტული სერვისით დაკავებული კომპანიებისთვის.

მინისტრის განცხადებით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება შეხვედრები ცალკეულ სეგმენტებთან, რათა თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მკაფიოდ ადრესირებული და მიზნობრივი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved