• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნათია თურნავა „ნაცების“ დროს დასანახად ვერ იტანდა ივანიშვილსა და „ოცნებას“, მერე პატრონად ჩხარტიშვილი გამოუჩნდა და აპატიეს ყველაფერი“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
03:59 12-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
461

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ხალხმა ათეულობით მილიონი მოიპარა,  მართლა გამოხრეს ბიუჯეტი და დღემდე დაუსჯელები არიან, ზოგი ყოფილი თუ მოქმედეი მინისტრია, ზოგი დეპუტატი და ზოგი ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი. ნათია თურნავა „ნაცმოძრაობის“ დროს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სხვათა შორის, დასანახად ვერ იტანდა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და დღეს ამ ხელისუფლების მინისტრია, ვანო ჩხარტიშვილმა აჩუქა სასურველი თანამდებობა. ნათია თურნავა ყველაფერს ჰყიდდა და ყველაფერს ანიავებდა. ხელისუფლება რომ შეიცვალა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული, დაკითხვაზეც იყო დაბარებული ფინანსურ პოლიციაში. შემდეგ ეს ყველაფერი ჩაიფარცხა, იმ პერიოდში გამოუჩნდა პატრონად ჩხარტიშვილი და დააწინაურეს, იმის ნაცვლად, ჩადენილზე პასუხი ეგო. დღეს ვხედავთ, რომ  ნათია თურნავა ირაკლი ღარიბაშვილისთვის მაინც და მაინც სასურველი პიროვნება არ არის. თურნავას ის ძველი კორუფცია შერჩა და ახლაც ირგებს ამ კორუფციას, ბევრისთვის ეს მაგალითია, ალბათ, სტიმულია. თავი შეუცვლელები ჰგონიათ, ინფორმაციებს გაჰყიდიან და ამ ინფორმაციების სანაცვლოდ თავს გადაირჩენენ. ჩვენთან ხომ ასე არიან. ყველა მინისტრი, ყველა მაღალი თანამდებობის პირი, მნიშვნელოვან კომპრომატებს აგროვებს  ერთმანეთზე, რომ ამ კომპრომატების  მეშვეობით დაცულები იყვნენ. დანაშაულს ყველა სჩადის და მერე ერთმანეთის თვალთვალით, ჩაწერით და ყარაულობით არიან დაკავებულები. ადრეც ასე იყო. ყიდდნენ კომპრომატებს და ამით თავის გადარჩენას ახერხებენ და ზოგიერთი პოლიტიკაშიც რჩებოდა. შევარდნაძის გუნდის წევრები „ნაცმოძრაობაში“ აღმოჩნდნენ, „ქართული ოცნება“ სავსეა „ნაცებით“. ერთი ხალხია ესენი და თავს ვიტყუებთ. პრინციპი და ქვეყნის ძარცვის მოდელი არ შეცვლილა არც ერთი ხელისუფლების პერიოდში.

– ზოგიერთი ექსპერტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე სამკვდრო–სასიცოცხლოდ არინ გადაკიდებულნი, ეკა ტიკარაძის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დარჩენა ირაკლი კობახიძეს გააძლიერებს, ღარიბაშვილთან დაპირისპირებული ტიკარაძე ავტომატურად მის გუნდში აღმოჩნდებაო. რამდენად დამაჯერებელია ეს ვერსია?

– კარგით, რა. ტიკარაძემ ვინ უნდა გააძლიეროს? რა, გამოვა ახლა და ისეთი პოპულარული სპიკერი გახდება, ქვეყანას გადაატრიალებს? ადამიანს ხის ფეხი რომ გაუკეთო, შეემატება რაიმე და უკეთ ივლის? პირიქით, ხის ფეხი ხელს შეუშლის სიარულში. ქალმა რამდენიც პირი დააღო და რაღაც თქვა, იმდენჯერ ყველა გააღიზიანა და ყველა გადაიკიდა. მთელი ჯანდაცვის სფერო ტიკარაძემ დაანგრია და დაარბია თავისი ხისტი გადაწყვეტილებებით. ბოლოს, მე ვფიქრობ, უფუნქციოდ იყო და სადღაც ხომ უნდა წასულიყო. ესეც მითია. ვერასდროს ვერ ჩაჯდება ტიკარაძე კობახიძის გუნდში. ამბისტანიაობა, თუ ეს იგულისხმება, პოლიტსაბჭოდან ღარიბაშვილისა და მისი მომხრეების, ან სხვების საწინააღმდეგო ინფორმაციების მიტანა ივანიშვილამდე, ასეთები ივანიშვილს პარტიაში კი არა, ძალოვან სტრუქტურებში ჰყავს და პოლიტსაბჭოდან ბიძინა ივანიშვილს ერთი ირაკლი კობახიძეც ეყოფა, ეკა ტიკარაძე არ სჭირდება.

თეგები: დავით ჭიჭინაძეეკატერინე ტიკარაძევანო ჩხარტიშვილინათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved