• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ნათია მერებაშვილი: ხშირად ბავშვები ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულის მსხვერპლები არიან, მაღალია მათ მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობის განხორციელების რისკიც

ალია ავტორი - ალია
16:58 06-01-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის – #ნუწაართმევბავშვობას გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი დაესწრო, რომელმაც იმ მწვავე პრობლემების შესახებ ისაუბრა, რაც ბავშვობის ასაკში ნაადრევ ქორწინებას ახლავს.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ბავშვობის ასაკში ქორწინება ზიანს აყენებს არასრულწლოვნის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. „ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დანაშაულის მსხვერპლები არიან, მაღალია მათ მიმართ ოჯახის წევრთა მხრიდან ძალადობის განხორციელების რისკიც“ – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა. 

ღონისძიებაზე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ბავშვობის ასაკში ქორწინების მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ნაადრევი ქორწინება ბავშვის უფლებების დარღვევა, ქორწინების იძულება კი დანაშაულია. მათივე თქმით, ნაადრევი ქორწინება განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას გოგონებზე და ქალებზე ახდენს. ბავშვობის ასაკში ქორწინება არათანაზომიერად ნეგატიურად აისახება გოგონებზე, ქორწინების მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში განათლების, დასაქმების, პერსპექტივებისა და სოციალური კავშირების გარეშე რჩებიან. შესაბამისად, საჭიროა მუდმივად იქნას დაცული ბავშვთა უფლებები, რათა ბავშვებმა იცხოვრონ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია რეალური გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ამისათვის კი გოგონების და ქალების მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაცია და ძალადობა უნდა დასრულდეს, აღმოიფხვრას ისეთი მანვე პრაქტიკები, როგორიც ბავშვობის ასაკში ქორწინებაა.

გახსნით ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ასევე, კლიპის #ნუწაართმევბავშვობას პრეზენტაცია გაიმართა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved