• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნათია ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში გაფლანგული 4 მილიონი დოლარი, ფინანსურ პოლიციაში “ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საკვანძო მომენტი გახდება” – გიორგი კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
13:12 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
351

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივი მინიტორინგის კონტექსტში, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში, აკადემიის კუთვნილი თანხებიდან 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვა-დატაცების ფაქტებმა“, – ამის თაობაზე, მედიასთან საუბრისას, ყურადღება გაამახვილა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, აფბა აღნიშნული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

მისი თქმით, საჯარო წყაროებში არსებული და მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში, სავარუადოდ, მითვისებულია აკადემიის კუთვნილი 4 მილიონი დოლარი. დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ჯანაშია დირექტორად 5 წლის განმავლობაში „საქართველოს განათლების ჯგუფის“ –  „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ინვესტორისა და 70%-იანი წილის მფლობელის მიერ იყო დაკონტრაქტებული, ხოლო მისი მეუღლე მენეჯმენტში კამპუსის მშენებლობას კურირებდა. 30 პროცენტის წილის მქონე ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ ამ პერიოდში ჯამში ხელფასის სახით 5 მილიონი ლარი მიიღეს.

“არსებული მასალების შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2–ჯერ ძვირი დაჯდა. იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3–ჯერ ძვირიც. ამას ემატება ისიც, რომ წლების განმავლობაში სკოლის კაფეტერიის პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიის მიერ სკოლისთვის, საბაზროსთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილი ფასებით შესყიდული პროდუქტის მიწოდება და სხვა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

აფბას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რაც მონიტორინგისას გამოიკვეთა. კერძოდ, გაფლანგვა-მითვისება დოკუმენტირებულად არის დადასტურებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში.

“სწორედ ეს გარემოებები, რაც აისახა საერთაშორისო აღიარების მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში,“საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ სამართალდამცავებთან მიმართვის საფუძველი გახდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო გაფლანგვა-დატაცების ფაქტზე. როგორც ჩანს, ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მენეჯმენტის პერიოდში გაფლანგული 4 მილიონი დოლარი, ამ გამოძიების საკვანძო მომენტი გახდება“, – დასძინა კაპანაძემ საუბრის დასასრულს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved