• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშია არ ასახელებს რამდენი ათეული მილიონის გადახდას აპირებდა „ბრიტანული-ქართული აკადემიის“ წილის უკან გამოსყიდვაში – აფბა

ალია ავტორი - ალია
10:51 05-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო არსებულ დავასთან დაკავშირებით, აკადემიის ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ გასაჯაროვებული ახალი დეტალების შესახებ მედიასთან საუბარში განმარტებებს აკეთებს. საქმე ეხება აქციონერებს შორის მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც წილების გამოსყიდვით უნდა დასრულებულიყო.შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ, აკადემიის ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოწყებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

გიორგი კაპანაძემ ჯანაშიას მიერ დაფინანსებულ მედიარესურსეზე გამოქვეყნებული მასალები გაანალიზა, სადაც მოლაპარაკებების გარკვეული ფრაგმენტია აღწერილი, რის გამოც სრულად ვერ ასახავს იმ პერიოდში მიმდინარე პროცესებს, თუმცა გარკვეულ წარმოდგენებს ქმნის მხარეების პოზიციებზე. კერძოდ, მკაფიოდ ჩანს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ სურვილი, რომ არსებული დავისთვის წერტილი დაესვათ და ნათია ჯანაშიასთვის წილის გაყიდვის საფასურად რეალურად საბაზრო შეფასებით გადაეხადათ წილის ღირებულება.

„ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც წილების შესყიდვასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, პირველ ეტაპზე, 2024 წელს, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფს“ მიმართა, მათ საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის უკან გამოსყიდვის სურვილით, რისთვისაც მზაობას გამოთქვამდა, რომ გადაეხადა იმაზე მეტი, ვიდრე თავად გადაუხადეს 2019 წელს. შეგახსენებთ, რომ ნათია ჯანაშიამ 2019 წელს აღნიშნული წილი 29,3 მილიონ ლარად გაყიდა.შესაბამისად ამ შეთავაზებით თავად დაადასტურა, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფთან“ პარტნიორობით ბრიტანულ-ქართული აკადემიის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა“, – ამბობს კაპანაძე.

თავის მხრივ, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ საპასუხო შეთავაზებით, საჯაროდ გამოხატა მზადყოფნა, ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებული 30%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით და ჯანაშიას მიერ მიწოდებულ თანხაზე 33%-ით მეტიც შესთავაზა.

„საქართველოს განათლების ჯგუფის“ შეთავაზებული თანხა კეთილსინდისიერ გარიგებასთან ერთად, წარმოადგენდა აქციონერებს შორის დავის დასრულებისა და „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რეალურ საბაზრო შეფასებას. ჩემთვის დღემდე გაუგებარი რჩება სარფიან წინადადებაზე ნათია ჯანაშიას მხარის მიერ უარის მიზეზი. თუ თავად არ მოწონდათ შემოთავზებული საბაზრო თანხა, გადაეხადათ და გამოესყიდათ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილი იმ პროპორციულობით, რაც „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ იყო განსაზღვრული.

ამასთან, ჩვენთვის ასევე გაურკვეველი რჩება, რატომ არ ასახელებს ნათია ჯანაშიას არცერთ ფაქტს და მონაცემს, რომელიც მის სიმართლეს დაადასტურებდა. მათ შორის, ნათია ჯანაშიამ არ ასახელებს რამდენი ათეული მილიონი ლარის გადახდას აპირებდა  „ბრიტანული-ქართული აკადემიის“ წილის უკან გამოსყიდვაში”, – დასძენს გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved