• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა

ალია ავტორი - ალია
12:24 09-01-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,364

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, “დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, გაჩუქებულია ქართული მიწა, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის”.

“როდესაც 40 წლის უკან, მე პროკურატურის შენობას ვაგებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის სათავეში მოექცეოდა კრიმინალი-ოლიგარქი-მილიარდელი, რომლეიც პროკურატურას გადააქცევდა პირადი მომსახურების სერვისად, გაყიდდა 10 მილიონ კვადრატულ მამულს, ქართულ მიწას კრწანისსა და გონიოში, უკანონო და ამგვარ დანაშაულზე საუკუნისა, პროკურატურას არ ექნებოდა რეაქცია, რის გამოც მე მომიწევდა აქ მოსვლა და სპეციალური მიმართვის გადაცემა იმისათვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა დამნაშავე ივანიშვილიდან დაწყებული, ქვევით, მიეცეს პასუხისგებაში, რაც ამ სამარცხვინო დოკუმენტის გაფორმებით დაიმსახურეს. 

დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, გაჩუქებულია ქართული მიწა, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის, რათა საბოლოოდ აქ ქართული ჯიში და ჯილაგი გადაშენდეს, რასაც ვერ მოესწრებიან. 

მე მოვითხოვ დაუყოვნებლივ იქნას აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მიეცნენ დამნაშავეები პასუხისგებაში, შეწყდეს კონტრაქტის მოქმედება, რადგან მისი გაფორმება განხორციელებულია ქვეყნის კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის, უხეში დარღვევებით, დისკრიმინაციული წესით და მიზნად ისახავს, აქ გადააშენოს ქართული გენი, ქართული ხმა და გააღრმავოს დემოგრაფიული კატასტროფა. დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა. დარღვეულია მსოფლიოში აღიარებული ცივილიზებული წესები კონტრაქტის გაფორმებისა, როდესაც შემომსვლელ მხარეს, ანუ არაბულ კომპანიას არავითარი ვალდებულება არ ეკისრება, გარდა იმისა, რომ ტყე გაჩეხონ, გააცამტვეროს ყველაფერი, რაც აქ დახვდება, ააშენოს არაბებისთვის უძვირფასესი “პენტჰაუსები” და ნებისმიერ დროს მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ისე,რომ არაფერი სახელმწიფოს არ ჰკითხოს და უფრო მეტიც, სახელმწიფოს რომ დასჭირდეს ამ 10 მილიონ კვადრატულ მეტრზე შესვლა და რაღაცის შემოწმება, ამისთვის არაბული კომპანიის ნებართვაა საჭირო,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved