• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნათელა თურნავა ცრუობს!” – ცხვირი მოისინჯეთ დილა-საღამოს ქალბატონო მინისტრო!

ალია ავტორი - ალია
03:06 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

ნათია თურნავა ერთ-ერთი იმ მინისტრთაგანია, რომლისთვისაც ტყუილი ჩვეულებრივ ნორმად ექცა. “ალიამ” არაერთ ტყუილში ამხილა მინისტრი, რომელიც ერთ დღეს რეგულარულ ფრენას გვპირდებოდა, მერე კი საკუთარ ნათქვამი უკან მიჰქონდა, რომელიც ერთ დღეს გვიმტკიცებდა, რომ “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების დადება პირობების და ფასის გაუმჯობესებას ეხებოდა, მერე კი “გაზპრომი” რომ მის ნათქვამს უარჰყოფდა, გაუგებარ განმარტებას აკეთებდა.

ნათია თურნავა იმითიცაა “ალიას” მკითხველისთვის ცნობილი, რომ იგი ხშირად საკუთარი ნათქვამის განმარტებას აკეთებს – დაახლოებით ასე: მინისტრი ნათია თურნავა გვიყვება რა იგულისხმა ორი დღის წინანდელ განცხადებაში მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამჯერად, მინისტრს ის ადამიანები უპირისპირდებიან, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, ოჯახის სარჩენი ფული აღარ დარჩათ და მუშაობის უფლებას ითხოვენ – როგორი ცინიზმია, ეკონომიკის მინისტრო, დაუპირისპირდე ხალხს, რომლებსაც არსებული ეკონომიკის პირობებში გაკოტრება და შიმშილი მოადგათ კარს, როგორი ცინიზმი და როგორი სირცხვილია მინისტრო – არის რაღაც ზღვარი, რაღაც უპატიებელი და დღეს ამ ზღვარს გადააბიჯეთ!

ალექსანდრე გიორგიძე:

“2 სიცრუე რაც ბრძანეთ ქალბატონო მინისტრო! ძალიან სამწუხაროა!

5 აქცია გაიმართა ივნისიდან მოყოლებული!!!

ყველა აქციაზე იყო მოთხოვნა შეხვედრის, მივიღეთ სრული იგნორი. ნამდვილად არასდროს ვყოფილვართ თქვენს კაბინეტში, ისე საინტერესოა ვის ხვდებოდით, აქციიდან არავის ნამდვილად!

მეორე სიცრუე:

რა პოლიტიკური მოთხოვნები? რა პოლიტიკოსები ვის შეხვდით საერთოდ? სექტორი დგას აქ უკვე დიდი ხანია.

არცერთი პოლიტიკური პარტია ახლოს არ გავიკარეთ!!!

აი ხომ ამბობთ შევხვდეთო კი ბატონო ხვალვე მზად ვართ.

P.S. თქვენი სადიპლომო ნაშრომი მამამ და დედამ დაგიბეჭდეს თავის დროზე!”

სოციალური მოთხოვნით რომ გამოდის ხალხი ქუჩაში და მინისტრმა რომ მხოლოდ ყური მოკრა და მეტი არაფერი იცის, პოლიტიკა რომ ჰგონია შიმშილი და უმუშევრობა ეკონომიკის მინისტრს – სირცხვილია.

მწერალი ალექსანდრე პაიკიძე:

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო#ნათელათურნავა ნათია თურნავა.

ამ ბიოგრაფიის ქალბატონი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სამი მმართველი გუნდის პირობებში იყო ხელისუფლებაში, ჩვენ გვიწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ჯგუფს?

მე ვარ ალექსანდრე პაიკიძე, არასდროს ვყოფილვარ პარტიული. ვარ ოთხი შვილის მამა. ვარ ღვინის გიდი, ღვინის ტურიზმის და ტურიზმის ტრენერი. ვარ მწერალი. წლევანდელ, ლიტერატურულ პრემია “საბას” ნომინანტი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ქალბატონი ნათელა თურნავა ცრუობს!

მისი ქვემდგომი სახელმწიფო ჩინოვნიკი, ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი გახდა ოცნების საპარლამენტო სიის მერვე ნომერი, ეს კი ნამდვილად პოლიტიკური ინტერესია.

აქვე, ქალბატონ ნათელას შევახსენებ, რომ მასთან დებატებს ივლისის დასაწყისიდან ვითხოვთ და პარლამენტის წინ ღამის თენებამდე, ხუთი საპროტესტო აქცია გავმართეთ.

ასევე, ქალბატონ ნათელას შევახსენებ, რომ მის გარდა, ტურიზმის სექტორს, კომუნიკაცია გვქონდა საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრებთან და მათ კარგად იციან ვინც ვართ!

ასევე, ქალბატონ ნათელა თურნავას შევახსენებ, რომ პირადად მე მქონდა კომუნიკაცია მათი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელთან.

ასე რომ, ქალბატონო ნათელა, ვიდრე ილაპარაკებთ, არ იქნება ცუდი რომ დაფიქრდეთ. Alexander GiorgidzeDavit BuadzeSalome ChachkhunashviliMtvarisa TarxnishviliTamar Danelia KılıçSopho IchQitidzeSophia DekanozishviliVaska Sagirishviliმარი გოჩავაGeorge MetreveliShalva Karelidze ბოდიშს ვიხდი ჩვენს კოლეგებთან, შეგიძლიათ თავი დაითაგოთ.

პ.ს. ისე, პოლიტიკაზე ასე აგდებით რატომ საუბრობთ, ბინძურია, ხო?TV Pirveli • ტელეკომპანია პირველიმთავარი არხი • Mtavari ArkhiFormula • ფორმულაიმედი TV • Imedi TVპირველი არხირუსთავი 2 ● Rustavi 2 ვითხოვთ ქალბატონ ეკონომიკის მინისტრთან დებატებს! მისთვის სასურველ არხზე!

1994-1996 წწ. საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, წიგნების თანაავტორი: “ელემენტარული ეკონომიკა” (1998), “ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები” (2002), “მსოფლიო ეკონომიკა” (2001).წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების სამინისტროსვებ-გვერდი: economy.ge; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.21″

“ალიას” მკითხველს კარგად ახსოვს, 2019 წლის ოქტომბერში, ეკონომიკის მინისტრმა თავი იმით გამოიჩინა, რომ წავიდა, აეროპორტი შეამოწმა და – ტუალეტები და კაფეების ინტერიერი არ მომეწონაო, განაცხადა. დროს ვერ პასუხობსო. მაშინ, ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის მინისტრიც პირადად ამოწმებს აეროპორტის ტუალეტებს. მერე გვეცოდებოდა და ცოტა ხანი ვეხმარებოდით, აეროპორტში ვინც მიდიოდა, ყველას ვთხოვდით საპირფარეშოების ფოტოების წამოღებას და მინისტრს ჩვენი გვერდის საშუალებით ვუგზავნიდით, რომ ტკბილად დასძინებოდა, სუფთა ტუალეტის ფოტოს ნახვის შემდეგ.

ახლა ის დრო დაგვიდგა, ტუალეტებს ამოწმებდეს ისევ, ვნატრობთ.

ახლა, ჩვენი ჩაკეტვა ამდენი თვით, დროს პასუხობს, ქალბატონო მინისტრო? თქვენი პირბადის და დისტანციის გარეშე ხალხმრავალი შეხვედრები პასუხობს დროს, თუ ხალხის უმუშევრობა? – რომელი ამ ორიდან?

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, სირცხვილი და ცინიზმია მრავალშვილიანი დედების და მამების ქილიკი, სირცხვილია, ის ადამიანები დაადანაშაულო აქეთ, რომლებიც უმუშევრად დატოვეთ და არც დაეხმარეთ. სირცხვილია, პრობლემას ვერ ხედავთ, პრობლემებიც სავსე ქვეყანაში.

ცხვირი მოისინჯეთ დილა-საღამოს, ქალბატონო მინისტრო! თქვენ დღეს ზღვარს გადააბიჯეთ!

თეგები: ალექსანდრე გიორგიძეალექსანდრე პაიკიძენათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved