• რეკლამა
  • კონტაქტი
11:54, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნასვამი, ან ნარკოტიკული ნივთიერებით სიმთვრალე საჭესთან – გაზრდილი ჯარიმები და პატიმრობა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:50 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
517

პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მკაცრდება მძღოლის პასუხისმგებლობა, თუ ის საჭესთან ნასვამი ზის.

ახალი კანონმდებლობით, თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს, ან თავს არიდებს შემოწმებას სიმთვრალეზე, მას მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ უკვე 1 წლით შეუჩერდება.

თუ იგივე დარღვევა გამეორდა მაშინ, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს, ამ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით, ერთი წლით მართვის უფლების შეჩერება და 700-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, ახალი კანონპროექტით, ერთწლიანი ვადა ძალაში რჩება, 700-ლარიანი ჯარიმა კი 2000 ლარამდე იზრდება, ასევე ამას ემატება 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.

მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან ამ სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარით, ნაცვლად 300 ლარისა.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მისთვის, ვინც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.

კანონპროექტი პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შეიტანეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved