ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
მას არასოდეს შეხებია რუსეთის ხელისუფლების მსახვრალი ხელი, არც 2006 წელს გამოუძევებიათ სატვირთო თვითმფრინავით…
“კაცი”, რომელმაც საკუთარი არასრულწლოვანი შვილი სიმღერ-სიმღერით ჩააბა ბინძურად წარმართულ პოლიტიკაშიდა საკუთარი შვილების თანატოლებს უკეთესი მომავლის შანსი მოუსპო….“კაცი”, რომელსაც ილიასა და აკაკის ხსენებაზე ჭადის სახელი ავიწყდება, მაგრამ კარგად ახსოვს, რომ 2008 წელს, ომი საქართველომ დაიწყო!“კაცმა”, რომელმაც 14 წლით გვაზიარა შეხვედრას წარსულთან , გაგვახსენა ყველა ის სახე თუ საქმე , რაც 9 წელმა დაგვავიწყა და ჩარეცხა!
იმედია მალე ყველა ერთად დავეჯაჯგურებით და კარს გამოვაღებთ ქვეყანაში დამდგარი, აყროლებული ნაფტალინის სუნის გასანიავებლად!P.S. ამ დილას, ორი წლის წინ, ნარკოტიკით გარდაცვლილი შვილის სასაფლაოზე მიმავალი მეზობელი აღმოაჩენს, რომ წუხელ, საკუთარ ავტომობილზე ოთხივე საბურავი მოხსნეს, სამშენებლო ბლოკებზე შეაყენა მანქანა, გამოიძახა ტაქსი და სულ გინებ-გინებით გაეცალა ეზოს, ოღონდ ეს ის მეზობელია, რომელიც 2012-წელს, საკუთარი კალმით წავიდა არჩევნებზე, შემოხაზა 41-ი და მოუხაზა საკუთარი შვილების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ჩვენი შვილების მომავალს!———————————კიდევ ერთხელ მადლობა 9 წლისთვის ბატონო პრეზიდენტო, თქვენ , ჭაობში- სახელმწიფო შექმენით !
















კომენტარები