• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არქიმანდრიტი სასამართლომ 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ალია ავტორი - ალია
14:18 06-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
219

ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 40 წლის არქიმანდრიტი ნერსე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლომ 1 500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თუ რა პოზიცია ჰქონდათ მხარეებს, ეს უცნობია, ვინაიდან ბრალის წარდგენისა და სხდომის გამართვის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.

რაც შეეხება თავად სასულიერო პირს, მის ტაძარში „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ არქიმანდრიტის დაკავება მათთვის შოკისმომგვრელი იყო. მონაზონი მართა, რომელიც წლებია, აღნიშნულ ბერთან ერთად ტაძარში მსახურობს, მიიჩნევს, რომ „რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი“.

„თავი არაფრით გაუმართლებია, ეს მის სიმართლეზე მიანიშნებს. როცა თავს იმართლებ, მაშინ ხარ დამნაშავე, მე ასე ვფიქრობ. მამა ნერსეს ჩვენთან თავის გამართლება არ სჭირდება, მას ყველა ვიცნობთ. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო მისი დაკავება, ჟურნალისტებისგან გავიგე, ვერც წარმოვიდგენდი. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი მამა ნერსეს დამსახურებაა, მუხლის ჩოქებით ასუფთავებდა და აკეთებდა ყველაფერს. 12 წელია, რაც ამ ტაძარში მსახურობს, პატარა იყო, როცა აქ მოვიდა, მაშინ ტაძარი შენდებოდა, არც ეს კელიები იყო. მამა ნერსე ისეთი გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული ადამიანია… რაღაც გაუგებრობაა, მთელი მრევლი ტირის და ვტირით, ჩემთვის მოძღვარი, შვილზე მეტია. მე როგორც შვილგარდაცვლილ დედას თანამიგრძნობდა, მან გამაცოცხლა, ასეთი ადამიანი უფალმა გამომიგზავნა. რაც არ უნდა გალანძღონ, რაც არ უნდა ლაქა მიაცხონ, ის, როგორც პატარა ბავშვი, ისეთია, თავისი გულწრფელი გულით. მამა ნერსეს მიმართ რა ინტერესი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, მამაო, ჩემი უფალი თქვენს გულშია-მეთქი, ვეუბნებოდი. ძალიან მტკივა გული, ვტირი, მრევლი და მთელი უბანი განიცდის. დაკავების შემდეგ, საპატრიარქოში დარეკა და უარი თქვა, აქედან წავიდა. ძალიან გული მტკივა, ასე არ უნდა მომხდარიყო. მის უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მონაზონმა.

ცნობისთვის, ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნერსე ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან გადაგზავნას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved