ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 35-მდე პირს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გუშინ ჩატარდა, ამოღებულია რამდენიმე დასახელების ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც გამსაღებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდდნენ. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
სპეცოპერაციის ჩატარებამდე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა გამსაღებლებისგან საკონტროლო შესყიდვებიც განახორციელეს, საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო მასალები.
კომენტარები