ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე 1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ, ს.თ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ე, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














კომენტარები