• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია – შსს

ალია ავტორი - ალია
11:45 02-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია.

„მინდა განვმარტო, რომ დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული – ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:

„ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“,

„მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“,

„ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე მინდა მცირე განმარტება გავაკეთო ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას.

ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით. ამ გამოწვევების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც შედგება სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან და კოორდინირებულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სარისკო გადაზიდვების მონიტორინგი, რის შედეგადაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტების გამოვლენა საქართველოს საზღვრებზე.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, რომლებთანაც მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტრანზიტის ფაქტები.

დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში იწვევს ფატალურ შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს.

მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული საქმიანობა მძიმე დანაშაულია, ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ლოკაციებზე ნარკოტიკების განთავსებას, არამედ წარმოადგენს ნარკოტიკების რეალიზაციას, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრია და მსგავს საქმეებზე ასობით პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ამავდროულად კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული.

გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული ტელეგრამ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს სჭირდება გარკვეული დრო, რათა მოძიებულ იქნეს მყარი მტკიცებულებები, ტექნოლოგიურად დამუშავდეს დიდი რაოდენობის მონაცემები, დაინიშნოს და ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა დამნაშავე პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, – აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved