• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა – ხვიჩას თერთმეტმეტრიანი მეკარემ აუღო

ალია ავტორი - ალია
10:09 04-19-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბით შეხ­ვედ­რა­ში სე­რია ა – ს ლი­დერ­მა “ნა­პო­ლიმ” “მი­ლანს” უმას­პინ­ძლა, მატ­ჩი ფრედ, ან­გა­რი­შით 1:1 დას­რულ­და. შე­დე­გად ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გუნ­დი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას გა­მო­ე­თი­შა.

შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ვე­ლი მატ­ჩი “მი­ლან­მა” სან სი­რო­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ან­გა­რი­შით 1:0 მო­ი­გო.

ფაქ­ტია, “ნა­პო­ლი” ბოლო მატ­ჩებ­ში აშ­კა­რად ვერ იყო ჩვე­ულ ფორ­მა­ში, გუნ­დის ქარ­თვე­ლი გა­რე­მარ­ბიც ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ ბრწყი­ნავ­და. ვიქ­ტორს ოსი­მე­ნის ტრავ­მამ და მო­ე­დან­ზე არ­ყოფ­ნამ თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი კვა­ლი და­ა­ტყო ნე­ა­პო­ლელ­თა თა­მაშს, თუმ­ცა დღეს ოსი­მე­ნი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან უტევ­და მი­ლა­ნელ­თა კარს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად შე­დე­გი­ა­ნად.

გუნ­დე­ბი ასე­თი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ სტა­დი­ონ­ზე:

ნა­პო­ლი: მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, ჟუან ჟე­ზუ­სი, რაჰ­მა­ნი, მა­რიო რუი, ზი­ლენ­სკი, ლო­ბოტ­კა, ნდომ­ბე­ლე, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი.

მი­ლა­ნი: მე­ნიო; კა­ლაბ­რია, კი­ა­ე­რი, ტო­მო­რი, ტეო; კრუ­ნი­ჩი, ტო­ნა­ლი, ბე­ნა­სე­რი; ლეაუ, ბრა­ჰი­მი, ჟირუ.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო მატ­ჩი “ნა­პო­ლის” შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა სრუ­ლად დაც­ვა­ში ჩამ­ჯდა­რი “მი­ლა­ნი” ახერ­ხებ­და ამ შე­ტე­ვე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. აქ­ტი­უ­რობ­და ქარ­თვე­ლი გა­რე­მარ­ბიც, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კარ­გი ფინ­ტით და კა­რის­კენ დარ­ტყმი­თაც დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი მო­მენ­ტი ალ­ბათ 22-ე წუთი იყო, რო­დე­საც ნე­ა­პო­ლელ­თა მე­კა­რემ ალექს მე­რეტ­მა მა­რიო რუის მიერ ლე­ა­ოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჯა­რი­მო­ში უხე­ში თა­მა­შის შე­დე­გად და­ნიშ­ნუ­ლი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი ჟი­რუს აუღო. მე­რეტ­მა “ნა­პო­ლი” 27-ე წუთ­ზეც გა­და­არ­ჩი­ნა, მე­კა­რე ამ­ჯე­რა­დაც ოლი­ვერ ჟი­რუს დარ­ტყმულს გა­და­ე­ღო­ბა.

33-ე წუთ­ზე სპა­ლე­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ორი ფეხ­ბურ­თე­ლი შე­ეც­ვლა. პო­ლი­ტა­ნომ და მა­რიო რუიმ თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მი­ი­ღეს ტრავ­მე­ბი, მათ ნაც­ვლად მო­ე­დან­ზე ლო­სა­ნო და ოლი­ვე­რა შე­მო­ვი­დე­ნენ.

42-ე წუთ­ზე სწრა­ფი კონ­ტრშე­ტე­ვი­სას, რა­ფა­ელ ლე­ა­ოს დრიბ­ლინ­გის შემ­დეგ ჟი­რუმ მა­ინც შეძ­ლო მე­რე­ტის კა­რის აღე­ბა.

მე­ო­რე ტა­ი­მიც “ნა­პო­ლის” შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, აქ­ტი­უ­რობ­და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ზე მო­ა­ხერ­ხა გაჰ­ქ­ცე­ო­და მის პერ­სო­ნა­ლურ მცვე­ლებს და მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში შე­აღ­წია, თუმ­ცა ზუს­ტად დარ­ტყმა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. ხვი­ჩა აქ­ტი­უ­რო­ბას კვლა­ვაც ცდი­ლობ­და, შე­იძ­ლე­ბა, ით­ქვას, რომ მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან საკ­მა­ოდ მწვა­ვედ იწყებ­და შე­ტე­ვებს, თუმ­ცა მათი შე­დე­გი­ა­ნად გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ ხერ­ხდე­ბო­და. “ნა­პო­ლის” ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის ხარ­ჯზე რამ­დე­ნი­მე მწვა­ვე შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბა “მი­ლა­ნის” ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­უ­ჭირ­დათ, თუმ­ცა გა­აზ­რე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი “ნა­პო­ლის” შეს­რუ­ლე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა ვერ ნახა. ეს იყო უფრო ქა­ო­სუ­რი შე­ტე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში მა­ღა­ლი ბურ­თე­ბის ჩა­წო­დე­ბით, რაც ვე­რაფ­რით დაგ­ვირ­გვინ­და გო­ლით. საკ­მა­ოდ პა­სი­უ­რი იყო ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი, რო­გორც ჩანს, მან ტრავ­მა ბო­ლომ­დე ვერ მო­ი­შუ­შა.

82-ე წუთ­ზე თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა “მი­ლა­ნის” კარ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბურ­მა და­არ­ტყა, თუმ­ცა გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ხვი­ჩას “მი­ლა­ნის” მე­კა­რე მე­ნი­ომ აუღო.

მატ­ჩის მი­წუ­რულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და “კვა­რა”, 90- ე წუთ­ზე სწო­რედ მისი წა­მო­წყე­ბუ­ლი შე­ტე­ვის შე­დე­გად ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ბურ­თის გაქ­ვით­ვა, თუმ­ცა “ნა­პო­ლის” გა­მარ­ჯვე­ბის­თვის დრო აღარ ეყო. გუნ­დი ჩემ­პი­ონტთა ლი­გას გა­მო­ე­თი­შა.

ambebi.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved