ნაფიცმა მსაჯულება განზრახ მკვლელობაში, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.
კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის წარუდგინეს. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
კომენტარები