• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანუკა, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი – რა წერილი მიიღო ტელეწამყვანმა

ალია ავტორი - ალია
14:44 02-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის წერილს აქვეყნებს, რომელიც დახმარებას ითხოვს და ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს: 

“გამარჯობა ნანუკა, ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია.

ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ ჩემი ამბავი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ბევრისთვის არის პრობლემა და ავადმყოფობა. ჩემი პირობითი სახელია ანი, მოგვიანებით მიხვდებით ანონიმად დარჩენა რატომ მინდა.ვარ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი დაახლოებით წელიწადნახევარია ვცხოვრობ ჩემს პარტნიორთან ერთად, თუმცა ამ მცირე ხანშიც შეგვექმნა ძალიან დიდი პრობლემები.უპირველეს ყოვლისა ოჯახის წევრების მხრიდან, რომელთათვისაც ვართ მიუღებელნი ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობისთვის.ჩვენი ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის გამო, გადავედით ცალკე საცხოვრებლად და ერთობლივად ვცდილობდით გავმკლავებოდით ყელა იმ სირთულეს რაც თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა.მე პანდემიის დროს გამომიშვეს სამსახურიდან, რასაც წინ უძღოდა ჩემი უფროსის მიერ დასმული შეკითხვები ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით, ეს მაშინ როცა მისთვის თითით საჩვენებელი თანამშრომელი ვიყავი იმ დრომდე სანამ არ მიუტანეს ენა.აგრეთვე ამ პერიოდში დაკარგა სამსახური ჩემმა პარტნიორმაც. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არის საოპერაციო რის გამოც ვერ ახერხებს მძიმე სამუშაოზე მუშაობას და ცდილობს ყოველდღიური სამსახურის დახმარებით დამიდგეს გვერდში. მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ბინის ქირისთვის და ელემენტარულად საარსებოდ გამოვიტანეთ ბანკიდან სესხი რომელსაც ვიხდით ყოველთვიურად. აუცილებელია გითხრათ, რომ ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ არავისგან მიგვიღია დახმარება და არც ოჯახის წევრები დაინტერესებულან როგორ და რანაირად ვცხოვრობდით.საბოლოოდ , როცა უკვე სესხსაც აღარ მაძლევდნენ, სანამ ახალი სამსახური გამომიჩნდებოდა,ავიყვანე მოსწავლეები ინგლისურში და ვამზადებ მათ.ქირის დაგვიანებისთვის ბინის მეპატრონებ დაგვაცლევინა სახლი და მოგვიწია რამდენიმე დღე ქუჩაში გათენება მანამ სანამ არ ვიპოვიდით ისეთ ბინას სადაც წინასწარ არ მოგვთხოვდნენ გადახდას.ამ ეტაპზე გვაქვს ბინა, გამომდინარე იქიდან რომ ჩემი ხელფასი იქნება თვის ბოლოს და მაგ პერიოდს ემთხვევა სესხზე შესატანი თანხაც. გადაუხდელობის შემთხვევაში ისევ მოგვიწევს ბინის დაცლა, სწორედ ამიტომ მოგმართეთ თქვენ დასახმარებლად.იმის გარდა რომ ამ ჩემი ორიენტაციის გამო ბედნიერების უფლება არ მაქვს, არსებობაც მიჭირს უკვე. ამიტომაც, თქვენთვის მომართვის გარდა არ გვაქვს სხვა ალტერნატივა.თქვენთვის მომართვა არის ჩვენი გადარჩენის ბოლო იმედი.იმედი მაქვს კიდევ არიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი ადამიანები რომლებიც გულთან ახლოს მიიტანენ ჩვენს მდგომარეობას” – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ტელეწამყვანი აქვეყნებს და დახმარების მსურველებისთვის ანგარიშის ნომერს უთითებს. 

დახმარების მსრუველებმა შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ????დანიშნულება: ანისთვის და სარასთვისანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE43BG0000000345851499თიბისი ბანკი: GE70TB7065736080100011

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved