• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნამდვილად არ მესმის, რატომ უყურებენ წყნარად ამ საკმაოდ საშიშ პროცესს“

ალია ავტორი - ალია
22:11 03-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს:

„ბევრმა მკითხა რა ხდება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ ატრიბუტთან, ეროვნულ ვალუტასთან ლართან დაკავშირებით და ხომ არ არის ეს დაკავშირებული კორონავისთან. გარკვეულწილად დაკავშირებულია, თუმცა, მხოლოდ გარკვეულწილად; მთავარი და გადამწყვეტი კი, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.

პირადად მე, გული მტკივა ამის გამო, რადგან ლარი არის ჩემი შვილობილი: მესმის, რომ ახალგაზდებმა არ იციან, მაგრამ იმედია, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ რომ სწორედ მე გახლდით იმ სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი, ვინც მოამზადა ფულის რეფორმა საქართველოში და 1995 წლის სექტემბერში მიმოქცევაში გაუშვა ლარი. ამ საქმეში ჩემთან ერთად უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ვლადიმერ პაპავას, დავით იაკობიძეს, ნოდარ ჯავახიშვილს, მერაბ კაკულიას და სხვებს.

გასულ კვირას გვამცნეს, რომ გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე; ანუ, მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. მაგრამ, არავის უთქვამს რა ხდებოდა მის პარალელურად. და, ხდებოდა ის რომ, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა ლარის გაუფასურების მიზანმიმართულ პოლიტიკას, რასაც რამდენიმე წელია ატარებს. კერძოდ, “რეფინანსირების” სესხების საბაბით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა:

12 მარტს – 1.7 მილიარდი ლარი
19 მარტს – 1.850 მილიარდი ლარი
26 მარტს – 2.420 მილიარდი ლარი
(ინფორმაციის წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი, რეფინანსირების აუქციონებზე გაცემული სესხები.

როგორც ვხედავთ, გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, იმავე კვირის განმავლობაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა ე.წ. “რეფინანსირების სესხების” სახით 2,420.000 ლარი(ანუ თითქმის 2 მილიარდ 500 მილიონი) ლარი. არა მგონია, ამის შემდეგ ვინმესთვის გასაკვირი იყოს ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით.

ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 7-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.

მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტალური – ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობა გახლავთ.

ნამდვილად არ მესმის, რატომ უყურებენ წყნარად ამ საკმაოდ საშიშ პროცესს გადაწყვეტილების მიმღები პირები, რადგან ფინანსური დესტაბილიზაცია სახიფათოა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ პირადად მათთვისაც.“

თეგები: თემურ ბასილია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved