• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნამახვანში აქტივისტების არშეშვებაზე ომბუდსმენი შსს-ს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
11:01 04-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

სახალხლო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან დაასაბუთოს, რატომ ვერ შეძლებენ აქტივისტები ნამახვანში კონკრეტულ ადგილას აქციის გამართვას, ან მისცეს მათ იქ შეკრების უფლება, სადაც სურთ. ამასთანავე, ომბუდსმენი აცხადებს, რომ შეისწავლის აქტივისტების კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

“კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს”, — წერია განცხადებაში.

ამავდროულად, ომბუდსმენი მოუწოდებს უწყებას, რომ საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ.

ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.

დღეს, 11 აპრილს კი შინაგან საქმეთა სამინისტომ სოფელ ნამახვანიში გაშლილი საპროტესტო კარვები დაშალა და ეს რიონის წყლის დონის მატების გამო აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნა. აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ წყლის დონის მატებასთან კარვების დაშლა არაფერ კავშირშია. მისი თქმით, იქ, სადაც კარვებია განთავსებული, წყლის დონე არ იმატებს იმ ზღვრამდე, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved