ნამახვანჰესის მშენებლობის განახლების მცდელობას დღესაც პროტესტი მოყვა. ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.
ადგილობრივებს პოლიცია ტერიტორიის დატოვებას სთხოვს იმ არგუმენტით, რომ კერძო საკუთრებაა. აქტივისტები კი ამტკიცებენ, რომ ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია კომპანიას არ ეკუთვნოდა. მათი თქმით, პოლიციამ ე.წ. შლაგბაუმი დადგა იმ გზაზე, რომელიც ჯვართან მიდიოდა, რაც არ შეიძლება, ამიტომ ჯვართან მისვლის უფლებას ითხოვენ.
ისინი აკრიტიკებენ კომპანიას და სახელმწიფოს ჰესის მშენებლობისთვის და აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილები არ ღირს იმ ზიანად, რასაც ჰესი გარემოს მოუტანს.
კომენტარები