„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე იკრიბენიან.
როგორც აქციის დაწყებისას ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება – დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება.
ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას არ აპირებენ. შეკრებილების ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე ღამისთევას აპირებს. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღეს შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ხვალიდან ნამახვანში კარვებში გააგრძელებენ მორიგეობას.
კომენტარები