„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დღეს თბილისიდან, რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა 25 მაისს აქციაზე განაცხადა.
მანამადე აქცია 26 მაისს 16:00 საათზე თბილისში გაიმართება.
„გადავწყვიტეთ, ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
კომენტარები