• რეკლამა
  • კონტაქტი
05:34, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა – ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“ – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:34 10-31-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

“ზო­გი­ერ­თმა უცხო­ელ­მა კო­ლე­გა­მაც კი გვი­თხრა, რომ თვალ­ში­სა­ცე­მია სა­გა­რეო დო­ნე­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა – ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­რო ტე­ლე­ფო­ნით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჰყავს, ურე­კავს, რომ ჩა­მო­იქ­ცა ქვე­ყა­ნა, ხან რას ამ­ბობს და ხან რას“, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა დღეს პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტმა ან თქვას, რომ ჭო­რა­ობ­და, ან წარ­მო­ად­გი­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

“სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ბრალს დებს და შემ­დეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ წა­რად­გენს. აშშ-ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესმდი­ვან­საც მო­უ­წია იმის ხაზ­გას­მა, რომ თუ ბრალს დებთ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც უნდა წა­რად­გი­ნოო.

იცით, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უცხო­ურ პრე­სას დღე­ში რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევს და ცილს წა­მებს ქარ­თველ ხალ­ხს, სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ თით­ქოს, მათი გა­ყალ­ბე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ეს დღე­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლია დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თმა უცხო­ელ­მა კო­ლე­გა­მაც კი გვი­თხრა ჩვენ, რომ უკვე თვალ­ში­სა­ცე­მია სა­გა­რეო დო­ნე­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა, ერ­თის მხრივ ამ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სა­ხით… ტე­ლე­ფო­ნით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჰყავს ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­რო და ურე­კავს, რომ ჩა­მო­იქ­ცა ქვე­ყა­ნა, ხან რას ამ­ბობს და ხან რას.
გუ­შინ ნა­ხეთ, რომ ის არ აპი­რებს მის­ცეს ჩვე­ნე­ბა. სის­ხლის სა­მარ­თლის სის­ტე­მის ახა­ლი გან­მარ­ტე­ბა მოგ­ვცა. ამ­ბობს, რომ მე და­ვაბ­რა­ლე და ეს მათი ამო­ცა­ნაა, რომ გა­მო­ი­ძი­ნო­ნო. მე ვთქვი, რომ ვი­ღა­ცაა სპი­ლო და ახლა მათ მო­ი­ძი­ონ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ოთახ­შია სპი­ლოო. რა­ტომ უნდა მო­ვი­ტა­ნო რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაო. ეს თქვა გუ­შინ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბი იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და წლე­ბია არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ელე­მენ­ტა­რულ სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხშიც ვერ ერ­კვე­ვა. მან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და “კა­რუ­სე­ლიო“, ერთი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით ხმის მი­ცე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 17-ჯერ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლიო. ეს არის პირ­და­პი­რი ბრალ­დე­ბა. მან თქვა 17-ჯერო, არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთ­ქვამს. 17 თქვა იმი­ტომ, რომ რა­ღაც და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვს მე­თო­დო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ გა­მო­ვი­დეს და თქვას, რა­ტომ 17? ეს ხომ არ არის ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბა, ფიქ­რობ, რომ იყო დარ­ღვე­ვე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის დროს? თქვა პირ­და­პირ კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა. ან თქვას, რომ ის ჭო­რა­ობ­და და ამ ჭო­რა­ო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სას­თან და ძირს უთხრი­და ქარ­თვე­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ას, ან წარ­მო­ად­გი­ნოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მე­ო­რე ბრალ­დე­ბა იყო, რომ “ოც­ნე­ბამ“, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან მი­ი­ღო დახ­მა­რე­ბაო. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ჭო­რა­ო­ბით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი?!

გუ­შინ ვნა­ხეთ ვი­დე­ო­პერ­ფორ­მან­სი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში. ძნე­ლი იყო გარ­ჩე­ვა რაზე იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ, თით­ქოს ხდე­ბა რე­გის­ტრა­ტო­რის მიერ არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის გა­ტა­რე­ბა სი­ა­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ვი­დე­ო­შიც ჩანს რა ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნი არის მი­სუ­ლი პას­პორ­ტით და არა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით. ადა­მი­ან­მა დას­წა­მა ცილი ცეს­კო-ს, კო­მი­სი­ის წევ­რებს, თქვა რომ ეს უნდა გა­მო­ი­ძი­ონ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და უარი თქვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ცე­მა­ზე, გა­მო­ვი­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვი­თომ რა­ღაც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა და იქაც ცილი დას­წა­მა ყვე­ლას“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved