• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნახეთ რა დაგიჯდებათ მართვის მოწმობის აღება კანონში ცვლილების შემდეგ

ალია ავტორი - ალია
12:45 02-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა.

ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში – წინასწარ შერჩეულ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

ამასთან, როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, მართვის მოწმობის პრაქტიკური გამოცდის რეალურ მოძრაობის გადატანის პროცესში, მთავრობის პარტნიორი მუნიციპალიტეტებია – რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი და ბათუმი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ქალაქებში მოხდეს გამოცდისთვის შესაბამისი მარშრუტების ინფრასტრუქტურულად მოწყობა.

გეგმის მიხედვით, პროექტის განხორციელებისთვის საპროგნოზო ბიუჯეტად 1 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდრა დაგიჯდებათის ორეტაპიანად გარდაქმნა, მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გაზრდას იწვევს. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია – 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების – 90 ლარი. რაც შეეხება თეორიულ კომპონენტს, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასური ნაცვლად 40 ლარისა გახდება 20 ლარი. აქედან გამომდინარე, მართვის მოწმობის გამოცდაზე პირველად გასვლა მინიმუმ 60 ლარი დაჯდება, ხოლო ყოველი შემდეგი გასვლა – დამატებით 90 ლარი. ასე რომ, მართვის მოწმობის აღება, რამდენიმე ცდის შემთხვევაში შეიძლება ასობით ლარი დაჯდეს.

(ბიპიენი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved