• რეკლამა
  • კონტაქტი
05:39, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც მერიისგან 450 ლარს მიიღებს

ალია ავტორი - ალია
11:32 12-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37,580

თბილისის მერია მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტებს დააფინანსებს. როგორც STUDINFO.GE-ს თბილისის მერიაში 24 ნოემბერს განუცხადეს, თუ გასულ სემესტრში მაგისტრანტმა სემესტრი წარმატებით დახურა, მას მერიისგან ერთჯერადად 450 ლარი ჩაერიცხება. პროგრამაში ჩასართავად, რომელიც ფინანსური წახალისების გაცემას ითვალისწინებს, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, აუცილებელია, მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა), აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იყოს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფინანსური წახალისების პროგრამაში ჩართვა, შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი.

რაც შეეხება განცხადებების მიღებას, იგი 24 ნოემბერს დაიწყო და 20 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კი, მაგისტრანტმა სტუდენტებმა შემდეგი განცხადებები უნდა წარადგინონ:

? განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ.
? საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან პასპორტის ასლი.
? საბანკო რეკვიზიტები.
?თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა. (გაითვალისწინეთ, ცნობა, რომელსაც იუსტიციის სახლი 10 სამუშაო დღეში გასცემს, ბოლო სამი თვის განმავლობაში უნდა იყოს გამოცემული).

? იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც სარეგისტრაციო წელი და თვე ქნება მითითებული (გაიცემა შემდეგ მისამართზე: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N15ა). მაგისტრანტებს განცხადებების წარდგენა თბილისის მერიის კანცელარიაში, თბილისის რაიონული გამგეობის სერვისცენტრებსა და ელექტრონულ პლათფორმაზე შეეძლებათ. ამ უკანასკნელზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი მოწყობილობა გააჩნიათ. (გაითვალისწინეთ, განცხადებები უნდა დაიწეროს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას სახელზე).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საკონტაქტო პირს:
სალომე ქეშელაშვილს – ტელ: 558 565837; 032 2 378455

შეგახსენებთ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved