• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф!!!”…..პირველები იტალიელები აიშალნენ. მართლა ასე ფიქრობთო? ვასიები გამოიჯგიმნენ, – კიო!”-რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, თვითმფრინავში ამტყდარ ჩხუბზე

ალია ავტორი - ალია
11:27 03-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, მირანდა თოდუა, სოციალურ ქსელში, დღეს იტალიიდან, საფრანგეთში საჰაერო მგზავრობისას მომხდარი ამბის შესახებ წერს. 

განვითარებული მოვლენების ირგვლივ გაჩენილი მაღალი სოციალური ტემპერატურით, განსაკუთრებით და ლოგიკური მიზეზის გამო, ქართველ ერი გამოირჩევა. მირანდა თოდუა, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სრული სიზუსტით და ემოციით გადმოგვცა ის ისტორია, რაც თვითმფრინავში მოხდა.

„დღეს ნაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში. ჩემთან ერთად, ორი რუსი წყვილი მგზავრობდა. ალბათ, 30 წლისები იქნებოდნენ. ჯერ ჩემოდნების ჩაბარების დროს მიიქციეს ჩემი ყურადღება. გადამასწრეს ისე, რომ არ ითხოვეს ნებართვა და არ მომიბოდიშეს. ძალიან მშვიდად შევაჩერე და ავუხსენი, რომ ჩემი რიგი იყო. ნუ ,,შემამკეს” მესმოდა, მაგრამ მე იტალიურად განვაგრძობდი მშვიდ საუბარს. როგორც იქნა აბზიკეს ცხვირები და დადგნენ ჩემს უკან.
იტალიელმა გადმომიჩურჩულა ამათ მსოფლიო თავისი ჰგონიათო? (და თან ნაპოლიტანურად შეუკურთხა. სახის გამომეტყველებაზე მივხვდი).

ჩავსხედით თვითმფრინავში. მესმის მათი საუბარი. უყურებენ ომის კადრებს.
– „იმ იშო ნე პაპალო კაკ ნადა. ნადა ბოლეე ჟოსტკაა. ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф“- ეს სიტყვები ხმამაღლა და გაწელილად წამოიწიკვინა ერთ-ერთმა და რა თქმა უნდა, სამივემ აიტაცა ოვაციებით. მორთეს ხორხოცი.
არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცი, როგორ ამომხდა ისეთი ხმა.
ჯერ რუსულად დავუწყე ყვირილი, თავს ვერანაირად ვეღარ გავუწიე ვერანაირი კონტროლი. მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან…
მერე მომინდა ყველასთვის გამეგებინებინა ჩემი სკანდალის მიზეზი. ყველა სიტყვა, რომელიც ერთმანეთში ილაპარაკეს ჯერ იტალიელებს ვუთარგმნე, მერე ფრანგებს, ინგლისელებს. ტელეფონში ჩავრთე ხერსონის კადრები.
ყველას სათითაოდ ცხვირწინ მივუტანეე.
– მეთქი ჩემს მიწასაც ეპოტინებიან.
მშვიდი ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ!!! თქვე ველურებო, რად გინდათ ამდენი მიწა?
მე ქართველი ვარ და არ მინდა ომი, მაგრამ არ მოგცემთ ჩემს მიწას – მეთქი!
მერე არ ვიცი რა დამემართა, ალბათ დავიღალე და ტირილი წამსკდა. ისე ვქვითინებდი ხელებში თავჩარგული და სიბრაზისაგან კბილებს ვაჭრიალებდი.
სულ თუ ჩამხსნიდნენ რეისიდან აღარ მადარდებდა.

პირველები იტალიელები აიშალნენ. მართლა ასე ფიქრობთო? ვასიები გამოიჯგიმნენ, – კიო.
იქ იტალიელებმა (ნაპოლელებმა) ისეთი ,,წაუშინეს”, გაასწორეს მიწასთან. „ვაფანკულო“, წადით თქვენს ქვეყანაში, ტურისტებადაც აღარ გვინდიხართო, არ გვინდა არც თქვენი ფულებიო, იქ შეითხარეთო.

ფრანგები და ინგლისელები უფრო ,,მოგუდულად”, მაგრამ მაინც აჰყვნენ, ჩვეული სიდარბაისლით გადარეულ იტალიელებს და თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს ოთხივეს.
დაახლოებით, ოცი წუთი გაგრძელდა ეს ალიაქოთი.
ბოლოს, შეუცვალეს ადგილები და გადაუძახეს თვითმფრინავის კუდისკენ ,, ფერწასულ” ინდაურებს და ხმის ამოღება ,,აუკრძალეს”.

თითქმის ოცი წელია ევროპაში ვცხოვრობ და მე მსგავსი, მართლა არაფერი მინახავს. წესით და კანონით მე ვიყავი დამნაშავე და დებოშის მომწყობი. მეგონა, ავიაკომპანია გაფრთხილების ბარათს მომცემდა ან სიტყვიერ შენიშნვას.
მაგრამ, ნურას უკაცრავად.
თვითმფრინავიდან გამოსვლისას
გადამეხვია სამივე ბორტამცილებელი და მითხრეს, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად!
მეც მინდა მჯეროდეს!!!!
ყველაფერი იქნება კარგად!!!!!!!
5 მარტი. 2022 წელი
საფრანგეთი“ – წერს მირანდა თოდუა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved