დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
და ირანზე.
უკვე რამდენიმეჯერ შემხვდა ირანში მიმდინარე ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედარება უკრაინის ომთან.
რაც ძალიან მცდარია.
1) ჯერჯერობით არაა არანაირი სახმელეთო ოპერაცია.
2) ჯერჯერობით არავინ არსად “ჩარჩენილა”
3 კვირის თავზე ნაადრევია თქმა, რომ ტრამპი ირანში გაიჭედა.
1999 წელს ნატოს კამპანია 78 დღე გაგრძელდა. 1991 წელს „უდაბნოს ქარიშხალი“ – 42 დღე. 2001 წელს „ავღანეთის კამპანია“ და 2003 წელს „ერაყის კამპანია“ – თვეზე ოდნავ მეტხანს.
3) ამერიკელებმა დაკარგეს 13 სამხედრო და რამდენიმე თვითმფრინავი (აქედან არც ერთი არ ჩამოუგდია ირანს); ისრაელმა – 0 სამხედრო და 0 თვითმფრინავი.
მსგავსი დანაკარგები რუსეთს ჰქონდა უკრინაში ომის ალბათ პირველ წუთებში.
3 კვირის თავზე კი რუსეთის დანაკარგები უკვე ათასობით იზომებოდა.
კი, ამერიკას დიდი შეცდომებიც მოსვლია და გაცილებით დიდი ხანიც ჩარჩენილა კონფლიქტებში, ვიდრე განზრახული ჰქონდა, მაგრამ ჯერ ირანზე მსგავსი შეფასებები ნაადრევია და უბრალოდ არასწორია.
დანარჩენი – ვნახოთ.














კომენტარები