• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზის სხივები კორონავირუსს სწრაფად ანადგურებს – ახალი კვლევის შედეგი აშშ-დან

ალია ავტორი - ალია
23:46 04-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსი სიცოცხლისუნარიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს, მზის სხივები კი მას სწრაფად ანადგურებს. ახალი მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ზაფხულის სიცხემ COVID-19-ის გავრცელება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეაფერხოს.



კვლევა მერილენდის შტატში მდებარე ბიოუსაფრთხოების ანალიზისა და კონტრზომების ეროვნულ ცენტრში (NBACC) ჩატარდა. ექსპერიმენტების პირველადი შედეგები, რომლებიც დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დირექტორატმა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გაავრცელა, Yahoo News-მა მოიპოვა. თუმცა, ოფიციალური პირები მედიისთვის კომენტარის მიცემაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ და გამოუქვეყნებელი ნაშრომის საფუძველზე კონკრეტული დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.

მერილენდის შტატში მდებარე ბიოუსაფრთხოების ანალიზისა და კონტრზომების ეროვნული ცენტრი (NBACC).
მერილენდის შტატში მდებარე ბიოუსაფრთხოების ანალიზისა და კონტრზომების ეროვნული ცენტრი (NBACC).

მეცნიერებმა ხველებისა და ცემინების დროს გამოყოფილ სითხეში არსებული ვირუსის ტესტირება ლაბორატორიაში სიმულირებულ განსხვავებულ გარემო პირობებში ჩაატარეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დღის საათებში ღია სივრცეში კორონავირუსის გადაცემის რისკი შედარებით დაბალია. მისი ნახევარდაშლის პერიოდი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ოთახის ტემპერატურასა და ჰაერის 20-პროცენტიანი ტენიანობისას, 2-3 წუთია. 9-10 წუთში კი ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 90 პროცენტით მცირდება.

რაც შეეხება დახურულ სივრცეს, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ყველაზე მდგრადი ჰაერის დაბალი ტენიანობის (20%) დროსაა. 40 პროცენტზე მეტი ჰაერის ტენიანობისას კი ის სწრაფად დაშლას იწყებს. ვირუსი ნაკლებად სტაბილურია აგრეთვე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

კვლევის შედეგების საფუძველზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰაერის დაბალი ტენიანობით გამორჩეული დახურული სივრცეებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, თვითმფრინავის სალონი და პილოტების კაბინა, კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დამატებითი რეკომენდაციები გასცა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. მოცემული დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2,5 მილიონს აჭარბებს. აქედან 660 ათასი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 172 ათასს აღემატება.

popx.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved