• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება – რას ჰყვება ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
21:15 06-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364
ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მაია მწარიაშვილის თქმით, მაათ მიერ საქმეში წარდგენილი დოკუმენტები, ასევე, ამაღლობელის დაკავებამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტები და დაკავების შემდგომ, კლინიკა ვივამედში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელს მხედველობასთან დაკავშირებით “ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს”.
როგორც ადვოკატი ამბობს, ამაღლობელს დაკავებამდე, ცალ თვალში მხედველობა 2%-მდე ჰქონდა, ხოლო “შედარებით ჯანსაღ თვალში” 30%-მდე.
“მისი დაავადებაა – კერატოკონუსი, რომელიც ძალიან ცუდი, მძიმე და პროგრესირებადი თვალის დაავადებაა, ამ დაავადების გამო დაკავებამდეც კი, მას ცალ თვალში მხედველობა ჰქონდა მხოლოდ 2%, მეორე, ასე ვთქვათ, შედარებით კარგ თვალში, სულ 30% და იყო შანსი, რომ სათვალით გაზრდილიყო ეს მხედველობა 90%-მდე.
ვივამედის თებერვლის კვლევით, მისი ამ შედარებით ჯანმრთელი თავლის მხედველობა 10%-მდეა დასული, რომელიც შესაძლებელია სათვალის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ 40%-მდე გაიზარდოს, მეტი არა.
ამასთან, ეს კერატოკონუსი, რომელიც მას მხოლოდ ერთ თვალზე ჰქონდა, ასევე სახალხო დამცველის მიერ შედგენილი კომისიის დასკვნის თანახმად, აქვს უკვე ორივე თვალზე – მას შემდეგ, თებერვლის შემდეგ, არავინ არ იცის როგორია მისი ამ თვალის მდგომარეობდა.
თავად ეს მოცემულობაც თებერვლის, არის ძალიან მძიმე, მას მერე [მზია ამაღლობელს] არც რაიმე კვლევა ჩაუტარებია ამ თვალსაზრისით და არც რაიმე მკურნალობა.
თავიდანვე, ვინაიდან მზიას არ უნდოდა რომ ჩვენ მეტი ხაზგასმით გვესაუბრა მის ჯანმრთელობაზე, არც მაშინ, როდესაც ის შიმშილობდა, არასოდეს ასე აქცენტირებას არ ვაკეთებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის რაღაც საზღვარი.
ჩვენ თუ არ მივუთითეთ ამ დოკუმენტებზე ასე ხაზგასმით სასამართლოს და ბრალდებას, ისინი არასოდეს არ ნახავენ ამ დოკუმენტებს და არასოდეს არც საზოგადოებას არ ეცოდინება სინამდვილეში რა მძიმე მდგომარეობა აქვს მას”. – თქვა ტვ პირველის ეთერში საუბრისას მაია მწარიაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved