• რეკლამა
  • კონტაქტი
05:15, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს

ალია ავტორი - ალია
12:02 12-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
948

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

უფლებადამცველები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2 წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს.
საკასაციო სარჩელით ადვოკატები ითხოვენ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ, მზია ამაღლობელის მიმართ 2025 წლის 18 ნოემბრის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ადვოკატები მიმართავენ სასამართლოს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით და მზია ამაღლობელს მისცენ სასამართლო პროცესში მონაწილეობის საშუალება.

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა არა მხოლოდ სასჯელის ნაწილში, არამედ კვალიფიკაციის ნაწილშიც პრაქტიკულად ხელუხლებელია. არ უმსჯელია არცერთ გარემოებაზე, რასაც ჩვენ ვუთითებდით სააპელაციო საჩივარში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერების თვალსაზრისით, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე პირველი ინსტანციის განაჩენი. სამართლებრივად არაღირებული დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, იმ ზომით უკანონო და დაუსაბუთებელია.

შემიძლია გითხრათ, რომ მზია ამაღლობელს, ორი ინსტანციის სასამართლოს გავლის შემდეგ, არასოდეს უსარგებლია სამართლიანი პროცესის უფლებით: არც გამოძიების ეტაპზე (იმიტომ, რომ სამართლიანი პროცესი მოიცავს გამოძიების ეტაპსაც), არც ბათუმის საქალაქო სასამართლოში და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მზია ამაღლობელს ქართულმა სასამართლოებმა ჩამოართვეს უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე – რომ დაასაბუთონ გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ,” – უთხრა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა “ბათუმელებს”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved