• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუშაობს თუ არა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები? – ექსპერტები ამბობენ, ეს იგივეა, „ლამბორჯინიდან“ „ზაპოროჟეცში“ რომ გადაჯდეო – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
23:59 08-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
536

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– საფრანგეთთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგებს მოუწოდა, მძიმე ზამთარი გელით, მოემზადეთ, თავისუფლების ფასის გადახდა მოგიწევთო. ბევრი ამბობს, რომ მაკრონი ორ სკამზე ზის, რუსეთსაც არ აღიზიანებს და უკრაინასაც დიდი რაოდენობით იარაღს არ აწვდის.

– ვისაც მაკრონი რუსეთის ფარული მოკავშირე ან მისი კეთილის მსურველი ჰგონია, ის თვალებს იბრმავებს, რეალობას ვერ ხედავს. მაკრონი „გოლისტია“, დე გოლის კურსს ატარებს, რომელსაც უნდა,  საფრანგეთი ამერიკაზე  რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოუკიდებელი და ზოგადად, მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მიმართულებით საფრანგეთის დამოუკიდებლობის ხაზგასმას. თუ მაკრონი რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილია, მაშინ რატომ დაუჭირა ნატო-ს მიერ უკრაინისთვის შეიარაღების არაერთგზის გადაცემას? რატომ დაუჭირა მხარი  რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას? დასვლეთ ევროპის ქვეყნებიდან, უშუალოდ კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების საკითხში, საფრანგეთი შედარებით ლმობიერია, მაგრამ ეს სწორედ ის არის, რაც ვთქვი-მაკრონი აჩვენებს თავის ხალხს, რომ ამერიკის და სხვა ქვეყნების დაკრულზე არ ცეკვავს და იმ დოზით დაუწესა სანქციები, რა დოზითაც საჭიროდ  მიაჩნდა. მეტსაც გეტყვი. ევროკავშირმა უკვე სანქციების 7 პაკეტი დაუწესა რუსეთს და საფრანგეთმა არა თუ  ყველას  მხარი დაუჭირა, შვიდივე პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა  იყო. ახლახან ფრანგებმა „ცეზარის“ ტიპის ქვემეხები გადასცეს უკრაინას, დამოუკიდებლად, ნატო-ს გარეშე,  მანამდეც არაერთხელ დაეხმრა იარაღით, ფულით და ჰუმანიტარულად. ახლა კიდევ განიხილავს მომდევნო  სამხედრო დახმარების საკითხს. ამ  ფრანგულ იარაღს  რუსი ჯარისკაცების დასახოცად რომ გამოიყენებენ უკრაინელები, ეს არ იცის მაკრონმა? თუ უკრაინელები და რუსები ომობანას თამაშობენ? ჯო ბიდებმა რომ თქვა, ბუჩას ტრაგედიის ამბების მერე, რუსებმა უკრაინელებს გენოციდი მოუწყესო, მაშინ მაკრონმა განაცხადა, ასეთი ხისტი შეფასებისგან მე თავს შევიკავებდიო და  ეს დაიხვიეს ხალზე რუსეთის მომხრეებმა აქაც და დასავლეთშიც, მაკრონი ამერიკას ემიჯნება და რუსეთის მიმართ ლოიალური არისო. საფრანგეთი არაპირდაპირ სამხედრო  ომშია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ნატო-ს წევრი და როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, პირდაპირ ეკონომიკურ ომშია ჩართული რუსეთის  წინააღმდეგ, როგორც ევროკავშირის წევრი და როგორც დამოკიდებელი საფრანგეთი და ახლა ამის მერე ვინც იტყვის, მაკრონი რუსეთის ფარული მომხრეაო, ან ბრმაა, ან თავს იბრმავებს და ან რუსეთუმეა. სხვა ვარიანტი არ არსებობს.

– რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მუშაობსო, ბევრი ირწმუნება, თქვენ რას იტყვით?

– რუსეთმა გაზის, ნავთობის, სხვა პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრები იპოვნა, მაგრამ იაფად ჰყიდის ყველაფერს, ეს სანქციების შედეგია. დასავლეთის ქვეყნების უამრავი პროდუქცია გაქრა რუსეთისგან. აგერ, რუსები თავად აპირებენ კომპიუტერების აწყობას, რადგან დასავლეთიდან აღარ შედის. ექსპერტები ამბობენ, ეს იგივეა, „ლამბორჯინიდან“ „ზაპოროჟეცში“ რომ გადაჯდეო. ეს სანქციების შედეგი არ არის? მილიონობით რუსი იყო დასაქმებული უცხოურ კომპანიებში, ეს კომპანიები გავიდნენ და ეს ხალხი უმუშევარი დარჩა. ეს რისი შედეგია? იმ კომპანიებს თვეში მილიარდობით დოლარი რომ შეჰქონდათ რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით და აღარ შეაქვთ, ეს სანქციების შედეგი არ არის? ეს ფული არ მოაკლდა რუსეთს? თუ არ მოქმედებს სანქციები, რატომ იხვეწებიან პუტინი და ლავროვი, სანქციები მოგვიხსენითო? რატომ ვერ იხდის საგარეო ვალებს რუსეთი, თუ ამ სანქციების შედეგად ქვეყანას ფინანსური პრობლემები არ შექმნია? არ იხდი თუ ვერ იხდი, სულ ერთია – ეს უკვე დეფოლტია. ქვეყანამ დეფოლტი განიცდა  სანქციების გამო და მეტი რა გინდა? კი, უფრო მეტ ეფექტს ელოდებოდა დასავლეთი სანქციებისგან. შეიძლება თქვა, როგორც მოსალოდნელი იყო,  სანქციები ისე არ მუშაობს, მოსალოდნელი ეფექტი არ აქვსო,  მაგრამ საერთოდ არ მუშაობსო, ვინც ამას ამბობს, ბრიყვია. ჰო, რუსეთიდან კარგ ცხოვრებას მიჩვეული ხალხი რომ გარბის, ესეც სანქციების შედეგია. ომის დაწყებიდან,  მარტო საქართველოში 130 000 კაცი ჩამოვიდა და ევროპასა და სხვა ქვეყნებში რამდენი არიან, წარმოიდგინე. ეს ხალხი სანქციებს გამოექცა, ეს რუსები „ომის დევნილები“ არ არიან, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე ომი არ არის. ეს კარგ ცხოვრებას, კომფორტს  მიჩვეული რუსები არიან და რუსეთში მათთვის გაქრა კარგი ცხოვრეება. ახლა კომფორტს სხვა ქვეყნებში ეძებენ. აქ ისიც ვთქვათ, რაც ამ ხალხმა რუსული ბანკებიდან ფული გამოიტანა და სხვა ქვეყნების ბანკებში გადაიტანა, ის ფული რუსულ ბანკებსა და რუსულ ეკონომიკას მოაკლდა.

…ზელენსკი ცდილობს, ვიდრე დაზამთრდება, კონტრშტევა მანამდე განხორციელოს. სადღაც გარღვევა უნდა, რომ მოახდინოს, ხერსონი მაინც გაათავისუფლოს. ასევე, ყირიმისკენ  აქვს კურსი აღებული. ერთხელ დაიბომბა ყირიმი და გაიქცნენ იქიდან რუსები. თუ უკრაინამ ყირიმის ხიდი დაბომბა, ამას,  გარდა სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობისა,   დიდი ფსიქოლოგიური, ემოციური გარღვევა ექნება. მილიარდი დოლარი დაუჯდათ ძმებ როტენბერგებს ამ ხიდის აგება. პუტინის უშუალო დავალებით ააშენეს.  ომში ხშირად ფსიქოლოგიურ  დიდი მნიშვნელობა აქვს და სამხედრო წარამატების წინაპირობაა. ნაპოლეონმა, იტალიის პირველი ლაშქრობისას (1798-1799 წლები), ანკონას ხიდი დიდი ბრძოლით აიღო, უამრავი ჯარისკაცი შეაწყვიტა ხიდისთვის ბრძოლას და კინაღამ თვითონც დაიღუპა -ხიდიდან გადავარდა მდინარეში და ძლივს გადაარჩინეს. მაშინდელი ევროპელი პოლიტიკოსები და გენერლები ამბობდნენ, რა ჯანდაბად უნდოდა ნაპოლეონს  ეს ანკონის ხიდი, მისთვის ამდენი სისხლი რომ დაღვარა,  მეორე დღეს მაინც თავისი  იქნებოდა, უბრძოლველად ჩაიბარებდაო. იმ დროს ცოცხალი იყო გერმანელი ფელდმრშალი, კარლ კლაუზევიჩი, სამხედრო საქმის ნამდვილი გენიოსი. კლაუზევიჩმა დაწერა ევროპულ პრესაში და ნაპოლეონის ოპონენტებს უპასუხა – თქვე იდიოტებო, ვერ ხვებით, ომში რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორს. ანკონის ხიდის აღებით ნაპოლეონმა, ფაქტიურად,  იტალიის დაპყრობის საკითხი გადაწყვიტაო. მართლა ასეა.

– თურქეთი რა თამაშს თამაშობს? მომლაპარაკებელი მხრეა, შეხვედრები სტამბოლში იმართება და ამ დროს „ბაირახტარებით“-დრონებით ეხმარება უკრაინას. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღნმა კი, მოლაპარაკების შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ ომში უკრინას უჭერს მხარს. რა ვიცი, აქამდე ვიცოდი, რომ  ომში შუმავლები ნეიტრალური ქვეყნები იყვნენ…

– თურქეთის სუფთა აღმოსავლურ დიპლომატიას ანხორციელებს, ბიზანტიურ დიპლომატიას.  ერდოღანმა ლვოვშიც მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის მხარეს არის. მარტო იმ  დრონებით  კი არ ეხმარება ერდოღანი უკრაინას, ახლა უკრაინაში „ბაირახტარების“ ერთობლივი ქარხანის აშენებას აპირებენ. თურქეთს არ დაუბლოკავს ნატო-ს არც ერთი გადაწყვეტილება, უკრაინისთვის იარაღით დახმარების შესახებ. ამის პარალელურად, არ შეურთდა რუსეთის სანქციებს და ამით უზარაზარ ფულს შოულობს. თურქეთი რუსეთს ავიწროვებს ცენტრალურ  აზიაში. ყირგიზეთის პრეზიდენტი, ჯაფაროვი უკვე თურქეთთან აფორმებს ხელშეკრულებებს, ყაზახეთი დიდი ხანიავ  თურქეთან თანმშრომლობს სხვა და სხვა სფეროში. სირიაშიც, უკაცრავად და, ფეხებზე დაიკიდა თურქეთმა რუსეთი. მართალია, ის ჯერ ქურთებს ეომება, მაგრამ მალე რუსეთის მოკავშირე სირიელებსაც გადაუვლის. რუსეთის გავლენა სუსტდება, თურქეთისა კი იზრდება, მომენტით სარგებლობს ერდოღანი. დღეს მას პუტინზე ნაკლები გავლენა არ გააჩნია მსოფლიო პოლიტიკაში. შეიძლება, პუტინზე მეტი გავლენაც კი აქვს. დღეს თურქეთი, თავისი გეოსტრატეგიული მდგომარეობის გამო, ამერიკასაც სჭირდება, ევროპასაც, ცენტრალურ  აზიასაც, რუსეთსაც და უკრაინასაც. ყველას სჭირდება და ისიც ყველას სათავისოდ იყენებს. ომის შედეგების მიხედვით, ამ ყველაფრის გამო, თურქეთს მერე ან რუსეთი მოსთხოვს პასუხს და ან – ამერიკა.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved